თორაკოსკოპიული ქირურგია

თორაკოსკოპია  (ვიდეოთორაკოსკოპია, ვთს) (ბერძნ. θώραξ – მკერდი და σκοπέω – ვუყურებ, ვათვალიერებ, თვალს ვადევნებ) ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია, რომელიც გულისხმობს პლევრალური ღრუს გამოკვლევას სპეციალური ინსტრუმენტით – თორაკოსკოპით, რომელიც შეჰყავთ გულმკერდის კედლიდან.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


 თორაკოსკოპიული ქირურგიის უპირატესობები გულმკერდის ღია ოპერაციებზე

  • ნაკლები ტრავმულობა
  • გართულებების ნაკლები სიხშირე
  • ეკონომიური ეფექტურობა
  • კოსმეტიკური ეფექტი
  • ხშირ  შემთხვევაში არ არის საჭირო პაციენტი განთავსდეს რეანიმაციულ განყოფილებაში
  • ტკვილიგამაყუჩებელი პრეპარატების ნაკლები საჭიროება პოსტოპერაციულ პერიოდში
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხანგრძლივობის შემცირება

თორაკოსკოპიული ქირურგიის ჩვენებები

  • ფილტვის კეთილთვისებიანი პერიფერიული სიმსივნე
  • ერთეული მეტასტაზი ფილტვში
  • ფილტვის ბიოპსია
  • მედიასტინალური ლიმფადენოპათია (გულმკერდშიგა ლიმფური კვანძების ბიოპსია)
  • დისემინირებული პროცესი ფილტვში (ფილტვის ბიოპსია)
  • ფილტვის პერიფერიული კიბო (T1-2N0M0)
  •  ფილტვის კიბოს სტადიის განსაზღვრა (გულმკერდშიგა ლიმფური კვანძების ბიოპსია)
  • სპონტანური პნევმოთორაქსი
  • უცნობი ეტიოლოგიის პლევრიტი
  • შუასაყრის კეთილთვისებიანი სიმსივნე
  • გულმკერდის შემავალი ჭრილობები (პერიკარდიუმის და შუასაყრის ორგანოების დაზიანებების გამოსარიცხად)
  • საეჭვო შემთხვევებში თორაკოტომიის ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენა

 თორაკოსკოპიული ქირურგიის უკუჩვენებები

ა) ზოგადი

  • ცალი ფილტვის ვენტილაციის გადაუტანლობა
  • არააკორეგირებადი კოაგულოპათია
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
  • თავის ტვინის სისხმომარაგების მწვავე დარღვევა

ბ) ადგილობრივი

  • პლევრის ღრუს ობლიტერაცია

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.