ბავშვის აღზრდა

ბავშვის აღზრდა

ეს მოკლე შინაარსი არ ვიცი რამდენად საინტერესოა, მაგრამ თითოეული სერიაში ჩემთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აღმოვაჩინე და გავაცნობიერე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ რამდენიმე მათგანი:

1. Calm down Corner – დასამშვიდებელი კუთხე

ასე ეძახის დებორა ჩვენებურად ბავშვის “კუთხეში დადგომას”, მაშინ როცა ის რამეს დააშავებს ან მშობლებს არ დაუჯერებს. იგი გვეუბნება რომ აუცილებელია ბავშვის ცუდი საქციელი დაისაჯოს და არ მოხდეს მისი იგნორირება ან მთლად უარესი– წახალისება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

როცა ბავშვი ცუდად იქცევა ჯერ მშობელმა ერთი გაფრთხილება უნდა მისცეს, თუ მაინც განაგრძობს ცუდ საქციელს მაშინ უკვე ის უნდა წავიდეს და დადგეს დასამშვიდებელ კუთხეში, თუ კი არ გვემორჩილება და არ მიდის –მაშინ ძალით უნდა წაიყვანოთ.
მას შემდეგ რაც მივიყვანთ ადგილამდე, უნდა დავიხაროთ მის სიმაღლეზე და ვუთხრათ თუ  რის გამო დადგა კუთხეში. აუცილებელია ეს ყველაფერი თვალების კონტაქტით მოხდეს.
ამ კუთხის მთავარი პრინციპი ის გახლავთ რომ ბავშვი თავისით უნდა დამშვიდდეს და იმდენ წუთს უნდა იდგეს კუთხეში, რამდენი წლისაც არის.
მაგრამ მთავარი ისაა რომ დროის ათვლა იქამდე არ დაიწყება სანამ ბავშვი არ დამშვიდდება. კუთხეში დგომის პერიოდში მშობელმა ხმა არ უნდა გასცეს ბავშვს, მხოლოდ შეუძლია შორიახლო იდგეს და თვალი ადევნოს. მას შემდეგ რაც დრო გავა, მშობელი კვლავ ეუბნება ბავშვს თუ რის გამო დაისაჯა და ბოდიშის მოიხდის შემდეგ – დასჯის პროცესი დასრულებულია.

აუცილებელია ეს იყოს მუდმივი მიდგომა და ორივე მშობელი ერთნაერად ზედმიწევნით ასრულებდნენ ამ  დასჯის მეთოდს.
დებორა გვასწავლის რომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს ქმედებებში და ყოველთვის პრინციპულად ერთნაერი მიდგომა გვქონდეს – თუ გვინდა რომ შევძლოთ ბავშვის სწორად აღზრდა და დისციპლინირება, თუ გვინდა იცოდეს მან რა არის კარგი საქციელი და რა არის ცუდი და რა შედეგები მოყვება თითოეულ მათგანს.

2. წახალისების მეთოდი

იმისათვის რომ ბავშვი თავდაჯერებული გაიზარდოს, აუცილებელია მისი დადებითი თვისებების ხაზგასმა და სხვადასხვა ნიჭის წახალისება.
არ შეიძლება ჩავერიოთ ბავშვის შემოქმედებით საქმიანობაში, მაგალითად თუ კი ის ხატავს, ნუ ჩაერევით და ნუ გაუკრიტიკებთ ბავშვს ნახატს, რადგან ამით ჩაუკლავთ მას შემოქმედებით პოტენციალს.

3. აკრძალვა და ლიმიტის დაწესება ტექნოლოგიების გამოყენებისას

დაუშვებელია ძილის წინ ტელევიზორის ან კომპიუტერში მულტფილმების ან სხვა საბავშო გადაცემების ყურება. 2 წლამდე ბავშვს კი საერთოდ ეკრძალება.
მისი ტვინისთვის ეს მხოლოდ ზედმეტი დატვირთვაა, იმდენად დიდი ინფორმაციაა მოდის ეკრანებიდან,  რომ პატარა ბავშვს არ აქვს მისი გაანალიზების უნარი და საბოლოო ჯამში შეიძლება ამან ბავშვის სოციალური და კომუნიკაციური უნარების განუვითარებლობა/ჩამორჩენა გამოიწვიოს.

4. რეჟიმი

ბავშვის სწორი აღზრდისთვის აუცილებელია მისი რეჟიმში ჩასმა. ბავშვს უნდა ჰქონდეს ჭამისთვის, თამაშისთის, სწავლისთვის, სხვადასხვა აქტივობისთვის და რაც მთავარია ძილისთვის გამოყოფილი განსაზღვრული დრო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს, როცა ჭამასა და ძილს ეხება საქმე.
ამერიკული ოჯახების უმრავლესობას და ეჭვი მაქვს ქართველებისაც – სწორედ ამ საკითხებში ჰქონდათ პრობლემა.
ბავშვების უმრავლესობას არ აქვთ ან დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი , ისინი ყოველდღიურად სხვადასხვა დროს იძინებენ, ძილის წინ ჭირვეულობენ ან უფრო მეტიც, ხშირად მშბლებსაც კი აძინებენ თავიანთ საწოლში , თავად კი ისევ ღვიძავთ.

დებორას თქმით 2 წლამდე ბავშვს ხელში დაძინება და ნჯღრევა საერთოდ არ უნდა  სჭირდებოდეს ხოლო უფრო მოზრდილს– მიწოლა.
სრულიად საკმარისი უნდა იყოს მისი საწოლში ჩაწვენა , მშვიდი ღამის სურვება და ოთახიდან გამოსვლა. თუ კი 2 წლამდე ბავშვს ეხება საქმე შეგიძლიათ იქვე იდგეთ ჩუმად, ხოლო თუ კი ტირის და ვერ მშვიდდება ზურგზე ხელი უთათუნოთ.
ორი წლის ზევით ბავშვებმა თავისით უნდა დაიძინონ. თუმცა ასე მარტივი ნამდვილად არ არის ამის მიჩვევა. მშობლებს კარგი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდებათ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ერთ–ერთ სერიაში დებორამ 3 წლის ტყუპი დების დედას საერთოდ აუკრძალა ბავშვების დაძინება (რადგან ტყუპები უფრო აძინებდნენ დედას ვიდრე პირიქით) და ეს საქმე მამას მიანდო. ტექნიკა ასეთია – მოამზადებ ბავშვს დასაწოლად (პიჟამოს ჩაცმა, კბილების გამოხეხვა), ტკბილ ძილს უსურვებ და ოთახიდან გამოხვალ.
რა თქმაუნდა, ცელქი და რეჟიმს მიუჩვეველი ბავშვები ასე ადვილად არ დამშვიდდებიან, მაგრამ აუცილებელია პრინციპულობის დაცვა. რამდენჯერაც ადგებიან ბავშვები და გამოვლენ  ოთახიდან იმდენჯერ ყოველგვარი საუბრის გარეშე უკან აბრუნებთ.
მართალია ტყუპების მამას ამის გაკეთება 50–მდე მოუწია 2 საათის განმავლობაში, მაგრამ მერე რა სამაგიეროდ მეორე დღეს ეს რიცხვი 18–მდე შემცირდა , მესამე დღეს 4–მდე და მეოთხე დღეს უკვე თავისით დაიძინეს.

ასე რომ ხანდახან აუცილებელია ცოტა გავიჭირვოთ იმისათვის რომ ბავშვიც მიეჩვიოს დისციპლინას და რეჟიმს და თქვენც მშვიდად გაატაროთ საღამო .

5. ცოლ-ქმრის დამოკიდებულება ერთმანეთისა და ბავშვის მიმართ

სრულიად უნდა გამოირიცხოს ბავშვის თანდასწრებით ჩხუბი, კამათი ან ხმის აწევა. დედ-მამის ჩხუბი ბავშვისთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. ასევე აუცილებელია რომ ბავშვისთვის დედაც და მამაც თანაბრად ავტორიტეტული ფიგურა იყოს.
დებორას რომ, ქართველი ოჯახებისთვის შეეხედა, სადაც ბავშვები ძირითადად დედას თავზე აზიან და მთელი დღე გაწამებული დედა კი მათ საღამოს მამის მოსვლით აშინებს– ალბათ გულიც გაუსკდებოდა. ამერიკელ ოჯახებს მართალია ეს პრობლემა არ აქვთ, მაგრამ დებორას ხშირად უწევს ლექციების ჩატარება მშობლების შეთანხმებული მოქმედების შესახებ.
მაგალითად, თუ კი ერთი მშობელი უკრძალავს ტელევიზორის ყურებას აუცილებლად მეორემაც უნდა აუკრძალოს, თუ ერთი მშობელი სჯის გარკვეული საქციელის გამო, აუცილებლად მეორემაც უნდა დასაჯოს იმავე საქციელის გამო. არ შეიძლება მშობლების მიდგომა განსხვავებული იყოს, ორივე ერთნაერად პრინციპული უნდა იყოს, როცა საკითხი ბავშვის დისციპლინასა და აღზრდას ეხება.

ეს გახლავთ ის რამდენიმე საკითხი, რაც ამ ეტაპზე გამახსენდა და საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის გამეზიარებინა. მოხარული ვიქნებოდი თუკი ბავშვთა აღზრდის თემა ჩვენთანაც გააქტიურდებოდა და მიეძღვნებოდა ტელეგადაცემები თუ სტატიები, რადგან ეს ის საკითხია, რომელზეც მართლაც რომ მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოების განვითარება.
ვფიქრობ, რაც ხდება ოჯახში პირდაპირ კავშირშია იმასთან რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენი ბავშობის ტრამვები და აღზრდის შეცდომები– ჩვენზე წარუშლელ დაღს ტოვებენ და გამუდმებით ხელს გვიშლიან თვითრეალიზაციასა და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებაში.
უამრავი ახალი მიდგომა არსებობს, უამრავი გზა, რათა გადაიჭრას აღზრდის დროს წარმოშობილი პრობლემები, ისე რომ ეს უმტკივნეულო იყოს, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლებისთვის.  ვფიქრობ, აუცილებელია ეს ინფორმაცია ქართველი მშობლებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი.
თუნდაც კარგი იქნებოდა ითარგმნებოდეს ეს გადაცემა და მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადიოდეს.

მანამდე კი სანამ ამ ყველაფრის აუცილებლობას გავაცნობიერებთ, ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ რეალითი შოუს ეპიზოდებს უყუროთ აქ. მე კი მგონია რომ ამ თემას კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები.      გადასვლა >>> ,,ბავშვი”

წყარო: http://ubralod.vinme.ge/2013/04/blog-post_2.html