სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფის მთავარი პრინციპები

სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფის მთავარი პრინციპები ბავშვებში

ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების – სუნთქვის და გულის მუშაობის შენარჩუნების ღონისძიებების დროულ დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უპირველესად საჭიროა შევაფასოთ ბავშვის მდგომარეობა.
თუ იგი არ სუნთქავს და არ ესინჯება პულსი, გირჩევთ დაუყოვნებლივ გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური, მის მოსვლამდე კი თვითონ ჩაუტაროთ ხელოვნური სუნთქვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გულის არაპირდაპირი მასაჟი.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ხელოვნური სუნთქვის ტექნიკა

  1. ხელოვნური სუნთქვის დაწყებამდე გულაღმა დააწვინეთ ბავშვი მყარ და სწორ ზედაპირზე – იატაკზე ან მაგიდაზე.
    ეჭვი თუ გაქვთ კისრის მალების დაზიანებაზე, არ შეიძლება დაზარალებულის თავის მოძრაობა;
  2. თუ ხედავთ, რომ ბავშვის პირის ღრუ თავისუფალი არ არის, ბავშვი გადმოაბრუნეთ გვერდზე,საჩვენებელ თითზე დახვეული მარლით გაუსუფთავეთ პირის ღრუ ამონაღები მასისა და/ან უცხო სხეულებისაგან;
  3. ბავშვს გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები: შუბლზე ხელის ზეწოლით თავი უკან გადაუწიეთ, მეორე ხელით ფრთხილად წამოუწიეთ ნიკაპი;
    ხერხემლის ტრავმის დროს სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე: მოათავსეთ ორივე ხელის ცერა თითები ბავშვის ნიკაპზე , ხოლო საჩვენებელი თითები ქვედა ყბის კუთხეებში და ქვედაყბა წამოწიეთ წინ და მაღლა მიმართულებით (სურ.1). ამ ხერხით ჰაერი თავისუფლად და მეტი რაოდენობით შევა სასუნთქ გზებში;
  4. შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა ბავშვი: დაიხარეთ ბავშვის პირთან, დააკვირდით მის გულმკერდის მოძრაობას, მოუსმინეთ სუნთქვას, შეიგრძენით ჰაერის ნაკადი ლოყაზე. სუნთქვის შემოწმებაზე უნდა დაიხარჯოს მხოლოდ 5 წამი;
  5. თუ ბავშვი არ სუნთქავს, უნდა გააკეთოთ ორი საკონტროლო ჩაბერვა პირში;
  6. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში თქვენი ტუჩებით ჰერმეტულად დაფარეთ მისი პირი და ცხვირი (სურ.2). ერთი წლის ზემოთ ბავშვებში შუბლზე მოთავსებული ხელის ცერითა და საჩვენებელი თითით დაახშეთ ცხვირის ნესტოები
    თუ სასუნთქი გზების გახსნა ხდება კისრის მალების ტრავმის დროს ქვედაყბის წამოწევის გზით, ცხვირის ნესტოები `დახურეთ~ თქვენი ლოყის ზეწოლით;
  7. შეისუნთქეთ ჰაერი, მჭიდროდ მოათავსეთ თქვენი ტუჩები ბავშვის ტუჩების ირგვლივ და ორჯერ ჩაბერეთ. თითოეული ჩაბერვის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 2 წამი, ჩაბერვებს შორის ინტერვალი კი – 4 წამი (ეს დრო საჭიროა, რომ ჰაერი დაზარალებულის სასუნთქი გზებიდან გამოიდევნოს) დააკვირდით, მოძრაობს თუ არა ჩაბერვისას ბავშვის გულმკერდი;
  8. თუ გულმკერდის მოძრაობა არ შეინიშნება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეულია, რომელიც ჰაერის ნაკადს არ ატარებს და, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა ჩავატაროთ სასუნთქი გზების უცხო სხეულისაგან განმათავისუფლებელი მანევრი (იხ. პირველი დახმარება გადაცდენის დროს);
  9. თუ გულმკერდი მოძრაობს, შეუმოწმეთ პულსი კისრის გვერდით ზედაპირზე (ჩვილ ბავშვებს მხრის შიგნითა ზედაპირზე (სურ.4)). თუ პულსი არ ისინჯება, ხელოვნური სუნთქვის პარალელურად დაიწყეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი (იხ. გულის არაპირდაპირი მასაჟის ტექნიკა);
  10. თუ პულსი არის, განაგრძეთ 1 ჩაბერვა ყოველ 3 წამში.
    თან დააკვირდით გულმკერდის მოძრაობას. განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა _ 20 ჩაბერვა 1 წუთში (ჩვილებში და ახალშობილებში 30 ჩაბერვა 1 წუთში), სანამ ბავშვი სუნთქვას არ დაიწყებს;
  11. შეამოწმეთ პულსი და სუნთქვა ყოველ 2 წუთში. თუ ბავშვს ესინჯება პულსი და სუნთქავს, განაგრძეთ დაკვირვება და დაელოდეთ ექიმს.

გულის არაპირდაპირი მასაჟის ტექნიკა

გულის არაპირდაპირი მასაჟის დროს ბავშვი უნდა იწვეს მყარ და სწორ ზედაპირზე.
გულის არაპირდაპირი მასაჟის მეთოდი სხვადასხვა ასაკის ბავშვებში რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან.

  1. ა) წლამდე ასაკის ბავშვებში წარმოსახვით გაავლეთ ხაზი ბავშვის ძუძუსთავებზე.
    ორი თითი დაადეთ ამ ხაზის ოდნავ ქვემოთ, გულმკერდის შუა ხაზზე (მკერდის ძვალზე და არა ნეკნებზე); თითები მოათავსეთ გულმკერდის ზედაპირის პერპენდი-კულარულად (900C-იანი კუთხით) (სურ.5) და გულმკერდს ისე დააწექით, რომ 1,5-2,5 სმ-ით ჩაიზნიქოს;
    თითები გულმკერდის ზედაპირს არ მოაცილოთ, ისე მოადუნეთ.ბ) 1-8 წლის ბავშვებში ხელისგულის ფუძე დაადეთ მკერდის ძვალზე (სურ.6) და გულმკერდს ისე დააწექით, რომ ყოველ ჯერზე 2,5-4 სმ-ით ჩაიზნიქოს; ხელისგული ისე მოადუნეთ, რომ გულმკერდის ზედაპირს არ მოაცილოთ;
  2. გაიმეორეთ რიტმულად 5 ზეწოლა გულმკერდზე და 1 ჩაბერვა (ახალშობილებში 3 ზეწოლა და 1 ჩაბერვა) – 10-ჯერ. ერთ სრულ ციკლზე (5 ზეწოლა და 1 ჩაბერვა) დახარჯეთ არაუმეტეს 6 წამისა, ჯამში ციკლზე ერთი წუთი;
  3. ყოველი ერთი წუთის შემდეგ შეამოწმეთ დაიწყო თუ არა მოძრაობა გულმკერდმა – აღდგა თუ არა სუნთქვა და არის თუ არა პულსი საძილე არტერიაზე (კისრის ზედა გვერდით ზედაპირზე ქვედა ყბის კუთხის ქვემოთ) (სურ.7). შემოწმებისათვის გაქვთ მაქსიმუმ 5-6 წამი;
  4. თუ პულსი არ აღდგა, გაიმეორეთ 2 და 3 პუნქტები პულსის აღდგენამდე ან ექიმის მოსვლამდე;
    პულსის აღდგენის შემთხვევაში განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა: თითო ჩაბერვა ყოველ 3 წამში, ყოველი 20 ჩაბერვის შემდეგ შეამოწმეთ პულსი საძილე არტერიაზე.

8 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში

  1. მოათავსეთ თქვენი ხელისგულის ფუძე ბავშვის მკერდის ძვალზე მისი ბოლოდან 2,5 სმ-ით ზემოთ, მეორე ხელით დააწექით ზემოდან ისე, რომ თქვენი თითები ბავშვის მკერდს არ ეხებოდეს. ზეწოლისას ხელები იდაყვის სახსარში არ უნდა მოიხაროს (სურ.8);
  2. დაიხარეთ ოდნავ ქვემოთ და 10 წამის განმავლობაში 15-ჯერ დააწექით ისე, რომ მკერდის ძვალი 4-5 სმ-ით ჩაიზნიქოს. ზეწოლის შემდეგ ხელები მოუშვით, მაგრამ არ ძვალი 4-5 სმ-ით ჩაიზნიქოს. ზეწოლის შემდეგ ხელები მოუშვით, მაგრამ არ შეცვალოთ მათი მდებარეობა;
  3. ჩაატარეთ 15 ზეწოლისა და 2 ჩაბერვის (15+2+15+2+…) ოთხი ციკლი, რის შემდეგაც შეამოწმეთ აღდგა თუ არა პულსი საძილე არტერიაზე. პულსაციის გასინჯვაზე არ უნდა დაიხარჯოს 3-5 წამზე მეტი;
  4. თუ პულსი არ ისინჯება, გააგრძელეთ 2 და 3 პუნქტი პულსის აღდგენამდე ან ექიმის მოსვლამდე; პულსის აღდგენის შემთხვევაში განაგრძეთ ხელოვნური სუნთქვა სიხშირით 10-12 ჩაბერვა წუთში. ყოველი 20 ჩაბერვის შემდეგ შეამოწმეთ პულსი 2 წუთში ერთხელ. გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1