რა არის კონტრაცეფცია

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

რას ნიშნავს ოჯახის დაგეგმვა?

თქვენ ალბათ ცდილობთ, უკეთესად დაგეგმოთ თქვენი მომავალი ცხოვრება, შექმნათ ოჯახი და რა თქმა უნდა, გყავდეთ შვილები. ამისათვის აირჩიეთ სწორი გზა და მიმართეთ ოჯახის დაგეგმვას. ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა: სწორად წარმართოთ ოჯახური ურთიერთობები, შეძლოთ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, შეგნებულად განსაზღვროთ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები, აიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ სექსუალურ ცხოვრებას, წარმატებით განახორციელოთ თქვენი გეგმები. იმისათვის, რომ დაგეგმოთ სასურველი ორსულობა და თავიდან აიცილოთ არასასურველი, უნდა იცოდეთ:

  1. ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას განაპირობებს განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედი, რომელიც წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულებში. მწიფე კვერცხუჯრედის გადმოსვლა საკვერცხის ფოლიკულიდან – ოვულაცია – ხდება რითმულად ყოველ 21-35 დღეში. კვერცხუჯრედი ხვდება ე.წ. ფალოპის მილში, სადაც ხდება განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილიდან გადადის საშვილოსნოს ღრუში, მიეკრობა საშვილოსნოს კედლის ლორწოვანს და იწყება ჩანასახის განვითარება – ორსულობა.
  2. მენსტრუალური ციკლის “ნაყოფიერი~_როცა დაორსულების ალბათობა ყველაზე მაღალია და “არანაყოფიერი~ დღეები დგინდება ოვულაციის პერიოდის განსაზღვრით: რეგულარული ციკლის დროს პირველი ათი (მენსტრუაციის დაწყებიდან) და ბოლო ათი დღე “არანაყოფიერი~ დღეებია, შუა პერიოდში ხდება ოვულაცია.
  3. მშობიარობისათვის საუკეთესო ასაკი 18-35 წელია. (ნაადრევი ან დაგვიანებული ორსულობისას, გართულებების განვითარების რისკი შედარებით მეტია);
  4. მშობიარობებს შორის საუკეთესო შუალედი 2-2,5 წელიწადია. ეს ინტერვალი ხელს უწყობს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ქალის ბიოლოგიური ძალების აღდგენას, ბავშვის ძუძუთი კვების სრულფასოვნად განხორციელებას, ბავშვზე ზრუნვისათვის მეტი დროის გამოყოფას და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას;
  5. აბორტი არ წარმოადგენს არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევის უსაფრთხო და საუკეთესო მეთოდს. ორსულობის შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე; განსაკუთრებით საშიშია განმეორებითი აბორტები. აბორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, მაგრამ თუკი აბორტი მაინც გარდაუვალია, მაშინ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს;
  6. აბორტის ან მშობიარობის შემდგომ, მენსტრუაციის დაწყებამდეც შესაძლებელია დაორსულება, ამიტომ სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე საჭიროა შეარჩიოთ კონტრაცეპციის თქვენთვის მისაღები საიმედო მეთოდი;
  7. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ქალებსა და მამაკაცებში ხშირად უშვილობის მიზეზი ხდება;
  8. კონტრაცეპცია ინტიმურ ცხოვრებას უფრო ჰარმონიულს ხდის, რადგან წყვილს დაუგეგმავი ორსულობის გამო არასასურველ ღელვას აცილებს თავიდან.

თქვენი გეგმების განხორციელება შესაძლებელია ოჯახის დაგეგმვის მიზნით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების – კონტრაცეფციის გამოყენებით.

რა არის კონტრაცეფცია და რაში გვეხმარება?

კონტრაცეფცია – არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებაა. კონტრაცეფტივების, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, გამოყენებას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მიმართავდა. მე-20 საუკუნეში კონტრაცეფციის მეთოდები განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა.

ოჯახის დაგეგმვა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხელს უწყობს:

  • ჯანსაღი ბავშვების დაბადებას სასურველ დროს;
  • ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
  • ოჯახში სიმყუდროვისა და ჰარმონიული ურთიერთობების დამკვიდრებას;
  • ცხოვრების მომავალი გეგმების განხორციელებას;
  • რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

კონტრაცეფციის ეფექტურობა

 საზოგადოებაში არსებობს მოარული მითები ჩასახვის საწინააღმდეგო სხვადასხვა `საიმედო მეთოდების” შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ მეთოდების უმეტესობა არ ამართლებს და ქალი შესაძლებელია დაორსულდეს:

  • მენსტრუაციის დროსაც;
  • პირველი და ერთადერთი სქესობრივი კონტაქტის შედეგად;
  • მიუხედავად იმისა, განიცდიან თუ არა პარტნიორები ორგაზმს/სიამოვნებას;
  • წყვეტს მამაკაცი სქესობრივ კონტაქტს სპერმის გამოყოფამდე თუ არა;
  • სქესობრივი აქტის შემდეგ საშოს გამორეცხვის ჩატარების მიუხედავად;
  • სქესობრივი აქტის პოზის და ხანგრძლივობის მიუხედავად.

მრავალი მითი არსებობს კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდის `არაეფექტურობის”, ან `საშიშროების” შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივები ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და ხელს უწყობენ ქალის ჯანმრთელობას.

როგორ ხდება კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევა?

კონტრაცეფციის უნივერსალური და იდეალური მეთოდი არ არსებობს; ამჟამად არსებული კონტრაცეპციული საშუალებების ფართო არჩევანი ხელს უწყობს წყვილს, შეარჩიოს მათთვის ყველაზე მისაღები და მოსახერხებელი მეთოდი. მეთოდის არჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული:

  • მეთოდის ეფექტურობა, გამოყენების წესი, ხელმისაწვდომობა, მისაღები ფასი;
  • ქალის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ცხოვრების წესი;
  • სქესობრივი კავშირის სიხშირე;
  • პარტნიორის დამოკიდებულება ამა თუ იმ მეთოდის მიმართ;
  • კონტრაცეფციის გამოყენების სასურველი სავარაუდო ხანგრძლივობა.
  • კონტრაცეფციის მეთოდები შეიძლება იყოს:
  • მამაკაცის და ქალის;
  • შექცევადი (მეთოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ დაორსულება შესაძლებელია) და შეუქცევადი (ორსულობა აღარ ვითარდება);
  • თანამედროვე და ტრადიციული;
  • მაღალი, საშუალო და დაბალი სასურველი შედეგით;
  • მეთოდები, რომლებიც მოითხოვს სამედიცინო მანიპულაციას;
  • დაკავშირებულია ან არ არის კავშირში სქესობრივ აქტთან.

ვის და როდის მივმართოთ რჩევისათვის?

თუ თქვენ ახლახან:

  • იმშობიარეთ;
  • გაიკეთეთ აბორტი;
  • დაიწყეთ სქესობრივი ცხოვრება;
  • დაქორწინდით, მაგრამ შვილების ყოლა
  • ჯერჯერობით არ გსურთ;
  • გყავთ შვილები და აღარ გსურთ მეტი
  • შვილის გაჩენა;

არ იცით, გამოიყენოთ თუ არა კონტრაცეფცია თქვენს ასაკში, ან ეჭვობთ, თუ რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის ესა თუ ის მეთოდი, მაშინ, კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად სასურველია მიმართოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტს ან სპეციალისტს (გინეკოლოგს, ანდროლოგს), რომელიც მომზადებულია ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში. შესაძლოა, აგრეთვე, გაეცნოთ სპეციალურ საინფორმაციო სამედიცინო მასალებს. აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფცია


webრა არის კონტრაცეფცია
ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!