რაქიტი

რ ა ქ ი ტ ი

რა არის რაქიტი?

რაქიტი ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მზიანი, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი ქვეყანაა და თითქოს მოსახლეობა D ვიტამინის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდეს, მაგრამ რაქიტი მაინც ფართოდაა გავრცელებული.

რატომ არის საჭირო ბავშვისთვის D ვიტამინი?

D ვიტამინი აძლიერებს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას სისხლსა და შემდეგ ძვლებში. ძვლისათვის კალციუმი ისეთივე საშენი მასალაა, როგორც აგური სახლისათვის. ამიტომ არის საჭირო D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება.

რა იწვევს ვიტამინის ნაკლებობას?

  • არასწორი კვება;
  • მზის სხივების ნაკლებობა, რადგანაც მზის სხივები ხელს უწყობს ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნას;
  • კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები, რომლის დროსაც აღინიშნება ნაწლავიდან კალციუმის შეწოვის დარღვევა.

ვინ ავადდება ყველაზე ხშირად რაქიტით?

  • დღენაკლული ბავშვები;
  • ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები;
  • ძუძუზე მყოფი ბავშვები, რომელთა დედები არ იკვებებიან ვიტამინებით, ცილებით და ცხიმებით მდიდარი საკვებით და ხანგრძლივად არ იმყოფებიან სუფთა ჰაერზე;
  • ბავშვები, რომლებიც იზრდებიან აკვანში, რადგან აკვანში ბავშვის უმოძრაო და უჰაერო მდგომარეობა ხელს უწყობს ძვლებში რაქიტული ცვლილებების განვითარებას.

რა ნიშნები ახასიათებს რაქიტს?

  • ადრეული ნიშნებია:
  • ჭირვეულობა, ფრთხილი ძილი, კრთომა ძილში;
  • უმადობა;
  • ოფლიანობა, რომლის შედეგია ე.წ. “კეფის სიქაჩლე”;

თუ ბავშვს ამ ეტაპზე არ ჩაუტარდა მკურნალობა, ვითარდება რაქიტის უფრო რთული ფორმა, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • დიდი კვადრატული თავი, წინ წამოწეული შუბლის ბორცვებით;
  • დიდი, ბაყაყისებური მუცელი;
  • კბილების დაგვიანებით ამოსვლა;
  • გულმკერდის წინა ზედაპირზე ნეკნთა ბოლოების შემსხვილება (რაქიტული კრიალოსანი);
  • სხივ-მაჯის სახსრის შემსხვილება (რაქიტული სამაჯური);
  • ხოხვისა და სიარულის დაგვიანება;
  • წვივის ძვლების ფორმის შეცვლა X–ისა და 0-სებურად (სურ.1);
  • იხვისებური სიარული. 

როგორ დავიცვათ ბავშვი რაქიტისაგან?

სწორი მოვლით:

  • ბავშვი ჩვილობიდანვე, თანდათანობით, 5-10 წუთით, მივაჩვიოთ სუფთა ჰაერზე ყოფნასა და ძილს;
  • ბავშვი არ უნდა გავზრდოთ აკვანში, გაუნიავებელ ოთახში;
  • უნდა ჩავაცვათ თავისუფლად, არ ჩავფუთნოთ;
  • გაზაფხულის ან ზაფხულის თბილ, მზიან ამინდში (თუ ძლიერ არ ცხელა) ბავშვი ტრუსით და თავზე ქუდით დღის უმეტეს ნაწილს, შუადღის გარდა, უნდა ატარებდეს მზეზე;
  • ასევე, ზამთარშიც, განსაკუთრებით კარგ ამინდში, სათანადოდ ჩაცმული ბავშვი ხშირად უნდა იმყოფებოდეს გარეთ.

სწორი კვებით:

  • მეძუძური დედა უნდა იკვებებოდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი, კალორიული საკვებით;
  • ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უნდა იკვებებოდნენ ადაპტირებული (დედის რძის შემადგენლობასთან მიახლოებული, ვიტამინებით გამდიდრებული) ნარევებით ან მაწვნით.

მეძუძური დედები და 1 წელს გადაცილებული ბავშვები უნდა იკვებებოდნენ შემდეგი საკვები პროდუქტებით:

  • რძით,
  • ხაჭოთი,
  • მაწვნით,
  • ყველით,
  • კვერცხით,
  • საქონლის და ქათმის ხორცით, თევზით,
  • ხილით (ვაშლით, ალუჩით, ალუბლით, კივით, ატმით, გარგარით, კენკროვნებით),
  • ბოსტნეულით (კარტოფილით, კომბოსტოთი, გოგრით, სტაფილოთი, ჭარხლით, მწვანილით).  

როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჯანსაღი რომ გაიზარდოს ?

ძუძუთი კვების შემთხვევაში:

  • თუ ბავშვის წონა შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს (აუცილებელია წონის კონტროლი პედიატრის ზედამხედველობის ქვეშ), 4-6 თვემდე იგი უნდა იკვებებოდეს მხოლოდ დედის რძით;
  • 4 თვიდან საკვებ რაციონს უნდა დავუმატოთ ხილის: ვაშლის, ალუბლის, ბროწეულის, აგრეთვე კენკროვნების (მოცხარის, ჟოლოს) წვენი;
  • 4,5 თვიდან უნდა მივცეთ გახეხილი ცოცხალი ხილი: ვაშლი, ატამი, გარგარი;
  • 4,5 – 5,5 თვიდან – ბოსტნეულის ფაფა მომზადებული კარტოფილის, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხლის, ხახვისა და მწვანილისაგან.
  • 6 თვიდან ბურღულეულის – წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფები უნდა მივცეთ მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი);
  • 6,5 თვიდან – ხაჭო (კვირაში 2-3-ჯერ);
  • 7 თვიდან – მაგრად მოხარშული ნახევარი კვერცხის გული დღეგამოშვებით (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედი ნაწილით და თანდათან ვზრდით), მაწონი, ქათმის თეთრი ხორცი და ღვიძლი (კვირაში 1-ხელ);
  • 8 თვიდან ბავშვს ეძლევა ძვლის ნახარშზე დამზადებული სუფი (კვირაში 1-2 ჯერ), საქონლის მოხარშული, გატარებული ხორცი.
  • 9 თვიდან ვაძლევთ საქონლის გატარებული ხორცით მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2-ჯერ, ნამცხვარს (“პეჩენიას”)

ძუძუთ კვებაზე მყოფი 1 წლამდე ასაკის ბავშვების კვების სქემა

პროდუქტის დასახელება და დღიური რაოდენობა
ასაკი თვეების მიხედვით
0-3
4
5
6
7
8
9
10-12
ხილის წვენი, მლ-ობით
5-30
40-50
50-60
60
70
80
90-100
ხილის პიურე, გრ-ობით
5-30
40-50
50-60
60
70
80
90-100
ხაჭო, გრ-ობით.
10-30
40
40
40
50
კვერცხის გული, ც-ობით
0,25
0,50
0,50
0,50
ბოსტნეულის პიურე, გრ-ობით
10-100
150
150
170
180
200
ფაფები, გრ-ობით
50-100
150
150
180
200
ხორცი, გრ-ობით
5-30
50
60-70
მაწონი ან რძე, მლ-ობით
200
200
400-600
პური (ხორბლის), გრ-ობით
5
5
10
ორცხობილა, პეჩენია, გრ-ობით
3-5
5
5
10-15
ზეთი (მზესუმზირის, სიმინდის), გრ-ობით
1-3
3
3
5
5
6
კარაქი, გრ-ობით
1-4
4
4
5
6

..

ხელოვნური კვების შემთხვევაში:

  • 4 თვემდე ეძლევა ადაპტირებული (ხელოვნური კვებისათვის რეკომენდირებული) ნარევები ან მაწონი;
  • 3 კვირის ასაკიდან ვუმატებთ ალუბლის, ვაშლის, მოცხარის, ჟოლოს, ბროწეულის წვენს;
  • 1,5 თვის ასაკიდან – გახეხილ ცოცხალ ხილს: ვაშლს, ატამს, გარგარს;
  • 4 თვიდან ბოსტნეულის ფაფას (კარტოფილს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს, ხახვს, მწვანილს ერთად);
  • 4,5 თვიდან ბურღულეულის – წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფებს, მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი); დღეგამოშვებით, ვაძლევთ მოხარშული კვერცხის გულის ნახევარს (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედი ნაწილით და ვამატებთ თანდათანობით);
  • 5 თვიდან ვაძლევთ ბოსტნეულის სუფ-ფაფას, ქათმის თეთრ ხორცს და ღვიძლს (კვირაში 1-ხელ), ხაჭოს (კვირაში 2-3-ჯერ);
  • 7 თვიდან – ძვლის ნახარშზე დამზადებულ სუფს (კვირაში 1-2-ჯერ);
  • 8 თვიდან – საქონლის მოხარშულ, გატარებულ ხორცს;
  • 9 თვიდან – საქონლის ხორცისაგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2 – ჯერ, ნამცხვარს (“პეჩენიას”);
  • დღენაკლ ბავშვებს, 3 თვის ასაკიდან, დღეგამოშვებით, უნდა მიეცეს მაგრად მოხარშული კვერცხის გული (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედი ნაწილით).

ხელოვნურ კვებაზე მყოფი 1 წლამდე ასაკის ბავშვის კვების სქემა

პროდუქტების დასახელება და დღიური რაოდენობა
ასაკი თვეების მიხედვით
0 – 1
2
3
4
5
6
7
8
9
10-12
ადაპტირებული ნარევი, მლ-ობით 700-800
800-900
800-900
800-900
700
400
300-400
350
200
200
ხილის წვენები, მლ-ობით
5-30
40-50
50-60
60
70
80
90-100
ხილის პიურე (გახეხილი ცოცხალი ხილი), გრ-ობით
5-30
40-50
50-60
60
70
80
90-100
ხაჭო, გრ-ობით
40
40
40
40
50
კვერცხის გული, ც-ობით
0,25
0,5
0,5
0,5
ფაფები, გრ-ობით
50-150
150
170
180
200
ხორცის ფარში, გრ-ობით
5-30
50
50
60-70
მაწონი და რძე, მლ-ობით
200
200
400
100
პური, გრ-ობით
5
5
10
ორცხობილა ან “პეჩენია”, გრ-ობით
3-5
5
5
10
10-15
ზეთი, მლ-ობით
3
3
3
5
5
6
კარაქი, გრ-ობით
4
4
5
5
6

 

..

ზემოთ მოცემული კვების სქემები შემუშავებულია შესაბამის ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში არსებული მონაცემების მიხედვით.

რაქიტის პირველივე ნიშნების შემჩნევისთანავე დედამ უნდა მიმართოს ექიმ-პედიატრს, რათა ბავშვს თავიდან ააცილოს მოსალოდნელი გართულებები.

დაუშვებელია რაქიტის მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე. D ვიტამინის არასწორმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება და სხვა საშიში გართულებები.

..

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure3/brochure3.htm

..

_________________________________________________________

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..