ადენტია

ადენტია – Adentia (ბერძნ. a-უარყ.თავს; ლათ.  dens-კბილი) – კბილის რიგების პირველადი ან მეორეული დეფექტი, რომელიც ხასიათდება პირის ღრუში ცალკეული ან ყველა კბილის ერთეულის არარსებობით. სტომატოლოგიაში ადენტია განიხილება როგორც კბილების რაოდენობის ანომალიის ხშირი შემთხვევა ჰიპეროდონტიასთან (ზედაკომპლექტებული კბილები) და ჰიპოდონტიასთან (ნორმასთან შედარებით მათი რაოდენობის შემცირება) ერთად.

სრული თანდაყოლილი ადენტია გვხვდება განსაკუთრებით იშვიათად; ბავშვებში ერთეული ადენტიის გავრცელება კბილებისა და ყბების ანომალიებს შორის შეადგენს დაახლოებით 1%-ს. 60 წელზე უფროს ადამიანებში ერთეული მეორეული ადენტია გვხვდება 45-75%-ში, ხოლო სრული ადენტია 25%-ში.

ადენტია წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეთიკურ დეფექტს, არამედ თან ახლავს კბილებისა და ყბების სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების დარღვევები; არტიკულაციის და დიქციის გაუარესება; ფსიქოლოგიური დეზადაპტაცია ადამიანის სოციალური ქცევის ცვლილებებით.


გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>

Share this...Share on Facebook
Facebook