ბონვილი (W.G.A.Bonwill). არტიკულაციის კანონები

..

ბონვილი (W.G.A.Bonwill). არტიკულაციის კანონები  – (სტომატ.) 1. ორივე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის თავების შუა წერტილებსა და ქვედა შუა საჭრელების საჭრელი ზედაპირების შეხების წერტილს შორის მანძილი 10 სმ (ძალიან უმნიშვნელოდ მერყეობს). იგივე მანძილია ორივე სასახსრე თავს შორის. მიიღება ტოლგვერდა სამკუთხედი  10 სმ გვერდებით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe). 2. საჭრელების მიდამოში გადაფარვის სიღრმე უნებლიე და შემთხვევითი არ არის, დამოკიდებულია მოლარებისა და პრემოლარების ბორცვების სიმაღლეზე, ყბების რკალში ამ ბორცვების მდებარეობაზე და კბილთა რკალის სიმრუდეზე. ბორცვების სიმაღლე მცირდება პრემოლარებიდან მოლარებისკენ. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe). 3. საჭრელები „ხელმძღვანელობენ" ქვედა ყბის ყველა მოძრაობას ზედა ყბის მიმართულებით, ეშვების მსგავსად ზოგიერთ ცხოველში. თუ ზედა ყბის საჭრელები არ გადაფარავენ ქვედას, მოლარებსა და პრემოლარებს არ აქვთ მნიშვნელოვნად განვითარებული ბორცვები. თუ ბორცვები არის, ისინი იცვითება გარკვეულ პერიოდში. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe). 4. ღეჭვის დროს ქვედა ყბის მარცხნივ მოძრაობისას მარცხენა მხრის მოლარების გარეთა და შიგნითა ბორცვები გადაადგილდებიან ზედა ყბის შესაბამის ბორცვებზე (თანამოსახელე მრავალბორცვიანი კონტაქტი). ამავდროულად, ქვედა ყბის მარჯვენა მხარეზე ბორცვები გადაადგილდება ზედა ყბის შიგნითა ბორცვებზე (სხვადასხვა მოსახელე ერთბორცვიანი კონტაქტი). ყბის მარჯვნივ მოძრაობის დროს იგივე ხდება შესაბამისად უკუმიმართულებით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook