ბროკ-პოტრიეს სინდრომი

..

ბროკ – პოტრიეს სინდრომი – (სტომატ.) ენის განვითარების ანომალია შესაძლო დაწყლულებით: წითელი ან მკრთალი (ჰიპერკერატოზული ეპითელიუმი), გლუვი (დვრილების გარეშე), რომბისებრი ან ოვალური ლაქა ენის ზურგის შუა ნაწილში; ჩივილები არ არის. თუ მეორადი ინფექცია დესქვამაციას იწვევს, აღინიშნება ენის ძლიერი წვა სანელებლიანი კერძების მიღებისას. შეიძლება განვითარდეს ენის ცუდად შეხორცებადი წყლულები, პირის სიმშრალე, რეგიონული ლიმფადენოპათია. ძირითადად, ავადდებიან მამაკაცები. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook