გალვანიზმი

..

გალვანიზმი – (სტომატ.) ეტიოლოგია: ლითონის ჩანართები პირის ღრუში (ერთი და სხვადასხვა სახის). კლინიკა: გლოსალგია, პირის სიმშრალე ან მომატებული სალივაცია, პირის ღრუს ქრონიკული დაავადებები: წითელი ბრტყელი ლიქენი, ლეიკოპლაკია, ლითონის, მარილის, მწარე, მჟავე გემო, პირის ღრუს ლორწოვანის პარესთეზიები, უსიამოვნო შეგრძნებები ლითონის კოვზით პროთეზზე შეხებისას. ობიექტურად: припоя გამუქება, ლორწოვანი გარსის ცვლილება ჰიპერკერატოზის, ჰიპერემიის სახით, ოქროს და უჟანგავი ფოლადის გვირგვინების გამუქება. 50 მკა მეტი მიკროძაბვა, ტიტანის, ნიკელის, რკინის, ტყვიის, ქრომის მომატებული შემცველობა შარდში, სისხლში, ნერწყვში, გემოვნების მგრძნობელობის დაქვეითება და გაუკუღმართება ტკბილზე, მჟავეზე, მარილიანზე. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook