გაუტკივარება

..

გაუტკივარება – (სტომატ.) ტკივილის ხელოვნური მოხსნა. ნერვული მგრძნობელობის გზის ჯაჭვი შედგება 3 რგოლისგან: 1) ქსოვილებსა და ორგანოებში არსებული, გაღიზიანების აღმქმელი რეცეპტორები (ექსტრაინტერორეცეპტორები); 2) სენსორული ნერვული და ზურგის ტვინის გზები – (სტომატ.) გაღიზიანება თავის ტვინთან მიაქვთ; 3) თავის ტვინის სენსორული ცენტრები – (სტომატ.) გაღიზიანებას ტკივილის გრძნობად გარდაქმნიან. ნერვული ელემენტები ქსოვილებსა და ორგანოებში არათანაბრად არის განაწილებული, ამიტომ სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის მგრძნობელობაც განსხვავებულია. ზოგიერთ ქსოვილს საერთოდ არ აქვს ტკივილის მგრძნობელობა (მაგ., კბილის მინანქარი), ზოგს ძალიან მაღალი აქვს (მაგ., დენტინი). ცვლილებებისა და ანთების მდგომარეობაში მტკივნეული გამღიზიანებლისადმი ქსოვილები უფრო მგრძნობიარენი არიან. შეშუპებულ ქსოვილებში მგრძნობელობა დაქვეითებულია. სხვადასხვა დაავადების დროს ტკივილთან ბრძოლა მედიცინის, მათ შორის სტომატოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ტკივილის მოხსნა ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას და არის სამკურნალო ღონისძიება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook