ალერგია კბილის პროთეზზე

..

ალერგია კბილის პროთეზზე – (სტომატ.) ეტიოლოგია: ვითარდება პოლიმერიზებულ პლასტმასაში თავისუფალი მონომერის, საღებავების ან პირის ღრუში სხვადასხვა ლითონის არსებობის შედეგად. სიმპტომები: ენის წვა, პირის სიმშრალე, სხვადასხვა ლითონის დროს ლითონის გემო (ზოგჯერ პირის ღრუში ალუმინის კოვზის შეტანის დროს), მცირე ძაბვის წარმოქმნა. ფუნქციური დარღვევები: ყბა-კბილოვანი სისტემის დაშლის ხარისხის შესაბამისად. მკურნალობა: პლასტმასის პროთეზის გამოცვლა. თუ ალერგენი თავისუფალი მონომერია, საჭიროა პლასტმასის განმეორებით პოლიმერიზაცია; თუ საღებავი, პროთეზის ბაზისი უნდა დამზადდეს უფერო პლასტმასისგან. თუ ასეთი ჩარევა წარუმატებელია, პროთეზის ბაზისი უნდა დამზადდეს ლითონისგან. თუ ალერგენი სხვადასხვა ლითონია, პროთეზი უნდა დამზადდეს ერთი ლითონისგან. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>