ანაბეჭდი

..

ანაბეჭდი – (სტომატ.) სხეულის ნაწილის, საგნის და სხვ. ნეგატიური გამოსახულება. სტომატოლოგიაში ანაბეჭდი მიიღება სახიდან (ნიღბიდან) ან მისი სხვადასხვა ნაწილიდან, ყბებიდან და კბილიდან. ანაბეჭდის მიხედვით ჩამოასხამენ მოდელს, შემდეგ მზადდება პროთეზი ან ორთოდონტული აპარატი. ანაბეჭდის მიღება შედგება ეტაპებისგან: ა) საანაბეჭდე კოვზის შერჩევა; ბ) საანაბეჭდე მასის მომზადება და კოვზზე დადება; გ) კოვზის შეტანა პირის ღრუში და ყბებზე დადება; დ) ანაბეჭდის კიდეების დამუშავება; ე) კოვზის და ანაბეჭდის პირის ღრუდან გამოტანა; ვ) ვარგისიანობის შეფასება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>