ბაზალური იმპლანტატი

..

ბაზალური იმპლანტატი – (სტომატ.) კბილის იმპლანტატების სახეობა. გამოიყენება ყბის ძვლის არასაკმარისი დონის დროს პროთეზირებისთვის. ბაზალური იმპლანტაციის მეთოდი შეიმუშავა ფრანგი და იტალიელი ექიმების ჯგუფმა. ბაზალური იმპლანტატების პირველი და ამჟამად ყველაზე თანამედროვე სისტემა შეიმუშავა პროფ. სკორტეჩიმ. ამ მეთოდის გამოყენებისას პაციენტს ღეჭვა შეუძლია იმპლანტატის ჩანერგვიდან 7-10 დღის შემდეგ. ამ სახის იმპლანტატების თავისებურებაა კარგი მდებარეობა ძვალში, როდესაც იმპლანტატის ირგვლივ მიდამოს აქვს  კარგი სისხლმომარაგება და არ აღინიშნება ძვლის რეზორბცია. ასევე აღინიშნება ძვლის ზრდა იმპლანტატის დატვირთვის დროს, რაც დაკავშირებულია ძვალზე დატვირთვის გაზრდის საპასუხო რეაქციასთან. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>