ბლეკი (Black)

..

ბლეკი (Black) – (სტომატ.) კარიესული ღრუების კლასიფიკაცია. გამოყოფენ 5 ტიპის ღრუს: I – (სტომატ.) ბუნებრივ ფისურებსა და ფოსოებში წარმოქმნილი; II – (სტომატ.) პრემოლარებისა და მოლარების საკონტაქტო ზედაპირებზე მდებარე; III – (სტომატ.) საჭრელებისა და ეშვების საკონტაქტო ზედაპირებზე მდებარე, საჭრელი კიდის კუთხის მთლიანობის დარღვევის გარეშე; IV – (სტომატ.) საჭრელებისა და ეშვების საკონტაქტო ზედაპირებზე მდებარე, საჭრელი კიდის კუთხის მთლიანობის დარღვევით; V – (სტომატ.) ყელთან მდებარე. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>