ბორმანქანა (bohrmaschine)

..

ბორმანქანა (bohrmaschine) – (სტომატ.) საბურღი მანქანა. გამოიყენება სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტებით კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირებისთვის. არსებობს არაელექტრული და ელექტრული მანქანები. ელექტრულებს აქვთ სხვადასხვა კონსტრუქცია: მდგომი, მწოლიარე, კედელზე ჩამოსაკიდი, პორტატული. არაელექტრული ფეხის ბორმანქანები მოძრაობს ფეხის პედალით. ელექტრულ ბორმანქანებს აქვთ ელექტროძრავა, რომლიდანაც ბრუნვითი მოძრაობები გადაეცემა ბუნიკს. საჰაერო ტურბინის მქონე ბორმანქანები გამოიყენება დიდ ბრუნებზე  მაღალი შენადნობის ბურღით (კარბიდული ბურღები) და მტკიცე აბრაზიული მასალებით კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირებისთვის. აპარატის კორპუსში არის წყლისა და ჰაერის მიწოდების ავტომატური გადამრთველები, ზეთის ფილტრები, ელექტროჩამრთველები და ჰაერისა და წყლის მიწოდების მარეგულირებელი სარქველები. ჰაერი აპარატში მიემართება სპეციალური კომპრესორიდან. წყალი და ჰაერი ბუნიკს მიეწოდება ორი ბოლოს მქონე გამომტანი მილით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>