ბრუქსიზმი

..

ბრუქსიზმი – (სტომატ.) კბილების უნებლიე, არაკონტროლირებადი დაჭერა და კრაჭუნი ღამით ძილის დროს (ზოგჯერ დღისით). ძირითადად, თან ახლავს კბილების მომატებული მოცვეთა და მინანქრის თანდათან დაკარგვა საღეჭ ზედაპირზე. ბრუქსიზმი აძნელებს ორთოპედიული კონსტრუქციების შერჩევას. მკურნალობა ნევროპათოლოგისა და სტომატოლოგის მონაწილეობით. სტომატოლოგიურ კლინიკებში შეიძლება დამაგრდეს კაპა ღამით სატარებლად, რომელიც ხელს უწყობს კბილების შენარჩუნებას. თუ ეს მოვლენა დღისით ვითარდება, საუბრობენ ბრუქსომანიაზე. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>