გინგივიტი ქრონიკული ჰიპერტროფიული

..

გინგივიტი ქრონიკული ჰიპერტროფიული – (სტომატ.) ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაავადება შედარებით ხშირად ვლინდება (კატარულის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს). ის, ძირითადად,  პრეპუბერტულ (8-9-დან 13-14 წ-მდე) და პუბერტულ (13-14-დან 18-20 წ-მდე) პერიოდებში დიაგნოსტირდება. ღრძილის ჰიპერტროფიის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ჰორმონებს. მათი ქაოსური გამოყოფა პროლიფერაციული პროცესების სტიმულაციის პირობებს ქმნის  ლორწოვანი გარსების, მათ შორის ღრძილის, ეპითელიუმში. გინგივიტისადმი წინასწარგანმწყობი ან მისი მიმდინარეობის გამართულებელი ფაქტორებია თანკბილვის განვითარების ანომალიები, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და სხვ. მოზრდილების მსგავსად, ბავშვებშიც ღრძილის ჰიპერტროფიას იწვევს კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (დიფენინი და სხვ.) მიღება ეპილეფსიის სამკურნალოდ. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook