გოდონის (Godon) არტიკულაციური წონასწორობის თეორია

..

გოდონის (Godon) არტიკულაციური წონასწორობის თეორია – (სტომატ.) კბილთა მწკრივების მთლიანობის დარღვევის დროს განვითარებულ ცვლილებებს გოდონი ხსნის არტიკულაციური წონასწორობის დარღვევით. არტიკულაციური წონასწორობის თეორია ეფუძნება კბილთა სისტემის მთლიანობის პრინციპს. ამ დროს თითოეული კბილი იმყოფება იმ ძალების ჩაკეტილ წრეში, რომლებიც ერთ მდგომარეობაში ამაგრებენ კბილებს და ინარჩუნებენ კბილთა მწკრივებს. ერთი ყბის ცალკეულ კბილებსა და ანტაგონისტებს შორის ურთიერთკავშირს გოდონი არტიკულაციური წონასწორობის განმსაზღვრელი ძალების პარალელოგრამის სახით გამოსახავს. კბილის დაკარგვის დროს ეს ძალები იწვევენ დეფექტის მეზობელი კბილის გადახრას და ანტაგონისტის გადაადგილებას. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook