დენტიკლი

..

დენტიკლი – (სტომატ.) კირის ჩალაგება კბილის პულპასა და ფესვის არხში, რაც დაკავშირებულია პულპის გაღიზიანებასთან. იშვიათად, აღინიშნება ინდივიდუალური წინასწარგანწყობა დენტიკლების წარმოქმნისადმი. ჰისტოლოგიური სტრუქტურა მრავალფეროვანია: მაღალორგანიზებული დენტინი, დენტინის მსგავსი სტრუქტურა, ამორფული, კიროვანი წარმონაქმნები. ძირითადად, წარმოიქმნება გვირგვინის პულპაში. მდებარეობის მიხედვით არის: თავისუფალი დენტიკლები, მიმდებარე, შუალედური. ბიოლოგიური სტრუქტურის მიხედვით: ჭეშმარიტი, არაჭეშმარიტი. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook