დენტინი (substantia eburnea)

..

დენტინი (substantia eburnea) – (სტომატ.) კბილის საყრდენი     ქსოვილი. ბიოლოგიურ ქსოვილებში სიმტკიცით მეორე ადგილზეა (პირველზე მინანქარია). დენტინის ქიმიური შემადგენლობა (ი.გ. ლუკომსკის მიხედვით): ორგანული მარილები 28%, კალციუმის მარილები 70%, სხვა მარილები 2%. ორგანული ნივთიერებების დიდი რაოდენობა დენტინში ხელს უწყობს ცვლის პროცესებს. დენტინის შრე კბილში თანაბარია, ამიტომ ზოგიერთი ავტორი დენტინს კბილის საყრდენ ქსოვილს უწოდებს. დენტინის სისქე საშუალოდ 1,5-2,5 მმ-ია ყელის მიდამოში და 3-4 მმ საღეჭ ზედაპირზე. მინერალური ნივთიერებებიდან დენტინი შეიცავს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალებს. დენტინის ძირითადი ნივთიერებაა კოლაგენური ბოჭკოები და მასში მინანქრიდან პულპისკენ რადიალურად გამავალი არხები. კბილის სიგრძივ კვეთზე დენტინის მილაკები კბილის გვირგვინში უფრო отвесные, ვიდრე ფესვში, შეიცავენ ოდონტობლასტების გრძელ მორჩებს (ტომსის ბოჭკოებს) და თავისუფალ ნერვულ დაბოლოებებს. ამ წარმონაქმნებს გარს ერტყმის სეროზული სითხე. თავისუფალი და კოლბისებრი მორჩები დენტინიდან ნაწილობრივ აღწევენ მინანქარში. დენტინის მიზრდა ხდება პულპის მხრიდან ოდონტობლასტების შრის ხარჯზე. მინერალური ნივთიერებები დენტინში ილექებიან მომრგვალო ფორმის ფანტელების სახით, მინანქრის საზღვართან ახლოს მდებარეობს გაკირვის ხაზი. გაუკირავ უბნებს ინტერგლობულური სივრცეები ეწოდება. პულპის მიმდებარე დენტინის შიგნითა შრე გაუკირავია. სიცოცხლის განმავლობაში ხდება დენტინის გაზრდა და კბილის ღრუს შემცირება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook