დუდღუნი, ცხვირში ლაპარაკი, რინოლალია

..

დუდღუნი , ცხვირში ლაპარაკი , რინოლალია – (სტომატ.) არის 2 ფორმის: ღია და დახურული (rhinolalia aperta, rhinolalia clausa). ადენოიდების, პოლიპების ჩაზრდის, ძგიდის გამრუდების და სხვა პათოლოგიური ცვლილებების დროს, როდესაც ფერხდება ჰაერის თავისუფლად გატარება ცხვირში, აღინიშნება დახურული რინოლალია. ცხვირის ღრუს ქსოვილების ნორმალური მდგომარეობის, მაგრამ სასის ფარდის პათოლოგიური ცვლილებების, მაგ., რბილის სასის დეფექტების დროს, ჰაერი ცხვირში აღწევს ყველა ბგერის წარმოთქმისას და „მ" და „ნ" გარდა, ყველა ბგერა ცხვირისმიერ ელფერს იძენს. ამას ღია რინოლალია ეწოდება. ის განსაკუთრებით „ბ" და „პ" წარმოთქმისას ვლინდება, რომლებიც ჟღერს, როგორც „მ". არტიკულაციის თვალსაზრისით „ბ" და „პ" წარმოითქმის, როგორც „მ", რადგან ყველა ტუჩისმიერი ბგერაა. განსხვავდებიან მხოლოდ იმით, რომ „მ" წარმოთქმისას ჰაერი ცხვირში თავისუფლად გადის, „ბ" და „პ" წარმოთქმისას კი ცხვირის ღრუ ხახისგან გამოყოფილია. ღია რინოლალიის დროს ცხვირის ღრუში შესასვლელი ყოველთვის ღიაა და „ბ" და „პ" ბგერების წარმოქმნის მექანიზმი „მ" მსგავსია. ამიტომ, „მ" ყოველთვის წარმოითქმის, როგორც „ბ" და „პ".    (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook