ვინირი (veneer)

..

ვინირი (veneer) – (სტომატ.) სიტყვასიტყვით გარეგნული ბრწყინვა. კბილის კოსმეტიკური აღდგენის სახეობა ფაიფურის მოპირკეთებით, ზედსადებით და ჩანართით, ადჰეზიური ტექნიკის გამოყენებით. ვინირი, ძირითადად, აღიქმება როგორც კბილების ცენტრალური ჯგუფის ვესტიბულური ზედაპირის ესთეტური აღდგენის მეთოდი ფაიფურის ვინირებით. სინამდვილეში ტერმინი – (სტომატ.) ვინირი ცენტრალური და საღეჭი ჯგუფის კბილების ფაიფურით ესთეტური პროთეზირების ზოგადი ცნებაა. თუმცა, მოლარების საღეჭი ზედაპირის სრული აღდგენა განიხილება როგორც ზედსადები – (სტომატ.) ონლეისი (onlays); არასრული აღდგენა როგორც ჩანართი – (სტომატ.) ინლეისი (inlays) და ჩანართი MOD (მეზიალურ-ოკლუზიურ-დისტალური) (inlays MOD), ხოლო ცენტრალური საჭრელების ვესტიბულური ზედაპირის უშუალოდ ვინირებას ზოგჯერ უწოდებენ ფეისინგს (facing). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook