იზოდანი

..

იზოდანი – (სტომატ.) კბილების ჰიპერესთეზიის სამკურნალო პრეპარატი. შემადგენლობა: კალიუმის ნიტრატი, НЕМА, ნატრიუმის ფტორიდი, შემავსებელი. თვისებები: გამოიყენება კბილების ჰიპერესთეზიის სამკურნალოდ, რომელიც ჩნდება დენტინზე სხვადასხვა გამღიზიანებელი ფაქტორების: ფიზიკური (სიცივე, სითბო, კონტაქტი), ქიმიური (едкие მჟავები), ფიზიოლოგიური (კბილის მაგარი ქსოვილების აბრაზია და მოცვეთა) ზემოქმედების შედეგად. ჩვენებები: კბილების ჰიპერესთეზია. გამოყენების მეთოდი: ხდება სამკურნალო კბილის ან კბილების იზოლაცია ბამბის მორგვებით; ფრთხილად შრება კბილის დასამუშავებელი ზედაპირი; პატარა ფიალაზე ათავსებენ პრეპარატის წვეთს; აპლიკატორით იღებენ უმნიშვნელო რაოდენობის პრეპარატს და თხელ ფენად უსვამენ; ჰაერის ნაკადით ფრთხილად ანაწილებენ ზედაპირზე. პროცედურას 2-3-ჯერ იმეორებენ კარგი ზედაპირის მისაღებად. გამოხატული ან მყარი ჰიპერესთეზიის დროს პროცედურას იმეორებენ 1 კვირაში. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook