იმპლანტაცია კბილის (implantation)

..

იმპლანტაცია კბილის (implantation) – (სტომატ.) დამატებითი საყრდენის შექმნის ოპერაცია კბილთა მწკრივის ბოლოს ან ჩართული დეფექტების დროს, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სხვადასხვა სახის სპეციალური იმპლანტატის გამოყენებით. უკბილო ყბების დროს იმპლანტაცია შეიძლება პირობითად მოსახსნელი პროთეზების დასამზადებლად გამოვიყენოთ. არსებობს კბილის იმპლანტაციის რამდენიმე სახე: სუბმუკოზური; სუბპერიოსტული; ენდოდონტოენდოოსალური; ენდოოსალური; ტრანსოსალური. ძირითადად, ტარდება ენდოოსალური იმპლანტაცია. ამჟამად, ამ მიზნით გამოიყენება ფირფიტოვანი ცილინდრული იმპლანტატები, მათი თითოეული სახეობისთვის კი ინსტრუმენტების სპეციალური ნაკრები. იმპლანტაციის ყველა სახეობას აქვს ჩვენება და უკუჩვენება, რაც დამოკიდებულია პირის ღრუს პირობებზე. ნებისმიერი სახის იმპლანტაციის უკუჩვენებაა ბრუქსიზმი, ენდოკრინული დაავადებები, პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებები, სისხლისა და სიხლმბადი ორგანოების სისტემური დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook