გუტაპერჩა

..

გუტაპერჩა – (სტომატ.) ტროპიკული ხეების (სუმატრა) გამომშრალი რძის წვენი, კაუჩუკის მსგავსი ფისი. არის მყარი, ელასტიური და დრეკადი. არ იხსნებაწყალში, იხსნება ქლოროფორმსა და სკიპიდარის ზეთში. სუფთა გუტაპერჩას ფერი ნაცრისფერიდან თეთრამდე მერყეობს, 480C რბილდება, 110-1200C ლღვება, სითბოს ცუდად ატარებს. სტომატოლოგიაში გამოიყენება ჩასაფენის სახით ღრუების დაბჟენისას, ყბების არტაშნებში, ობტურატორებში, ქლოროფორმში გახსნილი – (სტომატ.) არხების დასაბჟენად (და წკირების სახით). გამოიყენება: ცივი გუტაპერჩა (ლატერალური კონდენსაცია) აღწევს ფესვის ძირითად სივრცეში; ცხელი გუტაპერჩა (ვერტიკალური კონდენსაცია) აღწევს არხის გვერდით ხვრელებში (რაც უკეთეს შედეგებს იძლევა). გუტაპერჩას ძირითადი უპირატესობებია: ფესვის არხის კარგი ობტურაცია (ავსება); ბიოთავსებადობა; სივრცობრივი სტრუქტურის შენარჩუნება გამაგრებულ მდგომარეობაში (პრაქტიკულად არ იცვლის მოცულობას); განმეორებითი მკურნალობის აუცილებლობის დროს ფესვის არხიდან ადვილად ამოდის; სილერთან ერთად უზრუნველყოფს ფესვის არხის ხარისხიან ობტურაციას. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>