დენტინოგენეზი არასრული (dentinogenesis imperfecta)

..

დენტინოგენეზი არასრული (dentinogenesis imperfecta) – (სტომატ.) დენტინის განვითარების მემკვიდრეობითი დარღვევა. ხასიათდება ფესვების განუვითარებლობით, მათი არარსებობით ან მახვილწვერიანი ფესვებით. კბილების გვირგვინები სწორი ფორმისაა, ნორმალური ზომისა და ფერის. ავადმყოფები უჩივიან კბილების მოძრაობას და მათ ნაადრევ ჩამოვარდნას. რენტგენოლოგიურად ვლინდება ყველა კბილის ფესვების დამოკლება, ასევე კბილის ღრუს და ფესვის არხების არარსებობა. ხშირად კბილების ფესვებთან აღინიშნება კისტური წარმონაქმნები მკვეთრი კონტურებით. თუმცა, მათი წარმოქმნა დაკავშირებული არ არის კბილების დაავადებასთან. არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი ცვლილებები ძვალწარმოქმნის დარღვევის შედეგია.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>