კალციპულპი

..

კალციპულპი – (სტომატ.) ჯანმრთელ პულპასთან კონტაქტის ან უშუალოდ მდებარეობის დროს კალციუმის ჰიდროქსიდი ხელს უწყობს მეორადი დენტინის წარმოქმნას. ღრუს ფსკერზე კალციპულპი ქიმიურად ანეიტრალებს პირიდან მოხვედრილ ან ცემენტიდან წარმოქმნილ მჟავებს და ხელს უშლის პულპაში მათ შეღწევას. მყარდება სწრაფად და სხვა პრეპარატების გამოყენების გარეშე, არ მოქმედებს დაბჟენის ხარისხზე, თუ თხელ ფენად წაესმება. ჩვენებები: 1) პულპის დაფარვა მისი შემთხვევით გაშიშვლების (გახსნის) და პულპის ამპუტაციის დროს; 2) დენტინის დამცავი შრე და გამანეიტრალებელი საშუალება ღრმა კარიესის დროს; 3) ხელოვნური გვირგვინის ქვეშ დამუშავებული კბილების მომატებული მგრძნობელობის ასაცილებელი საფარველი.  (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>