გადაუდებელი კონტრაცეფცია

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

სპერმიციდები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები

გადაუდებელი კონტრაცეფცია გულისხმობს კონტრაცეპტივების გამოყენებას უშუალოდ დაუგეგმავი და დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევის მიზნით.
გადაუდებელი კონტრაცეფცია არ მიეკუთვნება ოჯახის დაგეგმვის რეგულარულ მეთოდებს, მისი ხშირი გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისათვის!

გადაუდებელი კონტრაცეფციის მიზნით გამოიყენება:

  1. სპეციალური ჰორმონული (პოსტკოიტალური) აბები _ ამ პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადად; დაუშვებელია მისი, როგორც ოჯახის დაგეგმვის რეგულარული მეთოდის გამოყენება;
  2. დაბალდოზიანი კომბინირებული ორალური აბები – ეს აბები სპეციალური სქემით გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტიდან პირველი 72 საათის განმავლობაში.
  3. საშვილოსნოსშიგა საშუალება – ორსულობის თავიდან აცილების მიზნით სპირალი შეიძლება შეყვანილ იქნას საშვილოსნოში დაუცველი სქესობრივი აქტიდან 5 დღის განმავლობაში.

გადაუდებელი კონტრაცეპციის მოქმედების მექანიზმი

ჰორმონების მაღალი დოზა, ისევე როგორც სპირალის შეყვანა საშვილოსნოში, თრგუნავს კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე.

ვის შეუძლია გადაუდებელი კონტრაცეპციის გამოყენება

მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი ჰქონდა მოულოდნელ, შემთხვევით ან იძულებით სქესობრივ კავშირს, და შეიძლება განვითარდეს არასასურველი ორსულობა.

ვის არ შეუძლია გადაუდებელი კონტრაცეპციის გამოყენება

მეძუძურ დედებს; ასევე ქალებს, ვისთვისაც უკუნაჩვენებია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება (იხ. ზემოთ)
შეგახსენებთ, რომ დაუშვებელია გადაუდებელი კონტრაცეპციის წინასწარ დაგეგმილი ფორმით და ხშირად გამოყენება! 
აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია


webგადაუდებელი კონტრაცეფცია
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!