ბავშვთა პროთეზირება

ბავშვთა პროთეზირება

სარძევე კბილების მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დამტკიცებულია სარძევე კბილების მკურნალობის აუცილებლობა, მრავალი მშობელი და მით უმეტეს, ბავშვი ამ საკითხს არასერიოზულად უდგება.
სარძევე კბილები ბავშვის პირის ღრუში მცირე ხნით იმყოფება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

3-4 წელში ისინი ადგილს უთმობენ მუდმივ კბილებს. ამ გარემოებით თავს იმართლებენ ისინი, ვინც ზარმაცობს და არ უნდა დრო და ენერგია დახარჯოს დროებითი კბილების მოვლასა და მკურნალობაზე. შედეგად, სარძევე კბილებისგან ვადაზე ადრე რჩება მხოლოდ კარიესით დაზიანებული ფესვები. მათ კი შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოუტანონ ბავშვს: მუდმივი კბილების კარიესული დაზიანება, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბება და მეტყველების დარღვევები.

რა ხდება სარძევე კბილების ნაადრევი ამოღების დროს:

კბილების დაკარგვა აისახება ღეჭვით ფუნქციაზე, ბავშვი იქნება ის თუ მოზრდილი. საკვები ცუდად იღეჭება, რადგან ადამიანი უფრო იშვიათად იყენებს იმ მხარეს, სადაც ნაკლები კბილია. ირღვევა სახის სიმეტრია.
დარჩენილი კბილები თანდათან გადაადგილდებიან თავისუფალ მხარეს. ირღვევა თანკბილვა.
სარძევე კბილების ნაადრევი ამოღების დროს რჩება ღრმა ფოსოები. ისინი ივსება ძვლოვანი ქსოვილით, რომელიც შემდგომში ხელს უშლის მუდმივი კბილების ნორმალურ ამოჭრას. შეიძლება გაჩნდეს რეტენირებული (ბოლომდე ამოუჭრელი) კბილები.
კბილთა მწკრივი მოკლდება, მუდმივი ეშვებისთვის ადგილი აღარ რჩება, რადგან ისინი პრემოლარების შემდეგ ამოდიან. შედეგად, ეშვები იძულებით არასწორ მდებარეობას იკავებენ – გადაიხრებიან შიგნით, ენის ან სასის მხარეს (ორალური მდებარეობა) ან გარეთ, ტუჩისკენ (ვესტიბულური მდებარეობა).

უკბილობა უბრალოდ ულამაზოა. ბავშვები დაუნდობელნი არიან. მეტსახელები და ნაადრევი კომპლექსები კარგს არაფერს მოუტანს თქვენს ბავშვს. დაკარგული კბილების აჭდგენა და მრავალი უსიამოვნების აცილება კი შესაძლებელია ორთოპედიის შედარებით ახალი, მაგრამ შორს მიმავალი მიმართულებით – კბილების პროთეზირებით ბავშვებში.

ბავშვებში პროთეზირების შესაძლებლობები

ბავშვებში კბილების პროთეზირების მეთოდები არაფრით არ განსხვავდება მოზრდილებში პროთეზირებისგან. შესაძლებელია დამზადდეს შემდეგი სახის ორტოპედიული კონსტრუქციები:

1. ჩანართები;

2. გვირგვინები (დროებითი და მუდმივი);

3. ხიდისებრი პროთეზები;

4. მოსახსნელი პროთეზები.

ერთადერთი, რაც არ გამოიყენება ბავშვების პროთეზირებაში არის ვინირები. უბრალოდ ისინი ბავშვებს არ სჭირდებათ.

ბავშვთა პროთეზირების ყველაზე გავრცელებული სახეობაა დროებითი გვირგვინები. უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვების კბილებს დროებითი გვირგვინით დასაფარად არ ქლიბავენ. თუ კბილები მჭიდროდ არის განლაგებული, მათ გადასწევენ ლითონის ლიგატურით.

ჩანართებიც ასევე ძალიან გავრცელებულია ბავშვთა პროთეზირებაში. მათი გამოყენება შეიძლება როგორც ცოცხალი პულპის მქონე, ისე დეპულპირებულ კბილებზე.

ბავშვებში კბილების პროთეზირების დადებითი მხარეებია:

1. ბავშვის დიქციისა და თანკბილვის პრობლემების მოგვარება.

2. ეს ეფექტური მეთოდია მუდმივი კბილებისთვის ადგილის დასატოვებლად ან სარძევე კბილების შესანარჩუნებლად მათ ბუნებრივ, დროულ შეცვლამდე.

3. საკვების სწორად მოკბეჩისა და დაღეჭვის შესაძლებლობა.

4. ლამაზი ღიმილი.

5. სტომატოლოგთან ვიზიტების რაოდენობისა და დროის შემცირება. მაგ., კბილზე გვირგვინის დამაგრებას სჭირდება ერთი ვიზიტი, გართულებული კარიესის მკურნალობას – სამი.

ბავშვებში პროთეზირების უარყოფითი მხარეებია:

1. ძალიან ძნელია ბავშვს ასწავლო კბილების გაწმენდა და მით უმეტეს, პროთეზების მოვლა. მაგრამ სტომატოლოგებმა იპოვეს გამოსავალი: ბავშვთა პროთეზები არ ართულებენ ჰიგიენას.

2. მოსახსნელი პროთეზების გამოყენებისას ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ პროთეზი საჭიროა, იგი უნდა ატაროს, ვიდრე მუდმივი კბილები არ ამოვა.

ბავშვთა პროთეზირებაში ყველაზე მთავარია ბავშვებისადმი განსაკუთრებული მიდგომა. ისინი მოუსვენარნი არიან, ხშირად ტირიან და უარყოფითად განიცდიან სტომატოლოგიურ სავარძელში ჯდომას. ექიმმა საერთო ენა უნდა იპოვოს ბავშვთან, დაამშვიდოს იგი, საუკეთესო შემთხვევაში – დააინტერესოს პროცესით, გააფორმოს ის როგორც თამაში. კარგი ექიმი – წარმატების გარანტიაა.

ასევე მნიშვნელოვანია მშობლების გავლენაც. მრავალი მოზრდილი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ კბილები აკლია, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე. მაგრამ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი მშობელ ხვდება, რომ კბილების დაკარგვისას პროთეზირება აუცილებელია. გადასვლა 1. სტომატოლოგია 2. ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.