კარიესი (ლათ. caries

..

კარიესი (ლათ. caries – (სტომატ.) სიდამპლე) – (სტომატ.) კბილის ლოკალიზებული, პროგრესირებადი, ქრონიკულად მიმდინარე დაშლა. კბილის ფოლაქში მიკროორგანიზმების მიერ ნახშირწყლების ფერმენტული დაშლის დროს კბილების ზედაპირზე წარმოიქმნება ორგანული მჟავები, რომლებიც შლიან მინანქრის არაორგანულ ფუძეს. დემინერალიზაციას მოსდევს ორგანული მატრიცის ფერმენტული დაშლა ღრუს წარმოქმნითა და ინფიცირებით. განასხვავებენ შემდეგი სახის კარიესს: 1) საწყისი კარიესი – (სტომატ.)  მინანქრის ფერის შეცვლა ნათელიდან პიგმენტირებულამდე, მქრქალი ნაცრისფერიდან ყავისფერამდე; 2) ზედაპირული კარიესი – (სტომატ.) კბილი დაშლილია მინანქრის საზღვრებში ან ამოვარდნილია მცირე ზომის ბჟენი, ან კბილში პატარა ხვრელია; 3) შუალედური კარიესი – (სტომატ.) კბილი დაშლილია მყარი ქსოვილების (მინანქარი და დენტინი) 1/2 სიღრმეზე; 4) ღრმა კარიესი – (სტომატ.) კბილი დაშლილია მყარი ქსოვილების (მინანქარი და დენტინი) 1/2 მეტ სიღრმეზე, მაგრამ „ნერვის" დაზიანების გარეშე; 5) კარიესით კბილების სისტემური დაზიანება – (სტომატ.) სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია 4 მეტი კბილი; 6) გართულებული კარიესი – (სტომატ.) კბილი დაშლილია მინანქრისა და დენტინის საზღვრებში „ნერვის" (პულპიტი) ან კბილის ფესვის ირგვლივმდებარე ქსოვილების (პერიოდონტიტი) დაზიანებით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook