კბილის განვითარება

..

კბილის განვითარება – (სტომატ.) ხდება კბილის ფირფიტისგან, რომლის კიდეზეც ვითარდება კოლბისებურად გამობურცული ეპითელიუმის ჩანაზარდები (მინანქრის ორგანო) – (სტომატ.) სარძევე კბილების ჩანასახები. შემდეგ ვითარდება მუდმივი კბილების ჩანასახები. მინანქრის ორგანო მალე ფიალის ფორმას იძენს, რომლის ჩაღრმავებაც სავსეა კბილის ჩანასახის დვრილის წარმომქმნელი მეზენქიმით. ითვლება, რომ მინანქრის ორგანო წარმოქმნის მინანქარს, დვრილი – (სტომატ.) დენტინსა და პულპას. კბილის ჩანასახის ირგვლივ მდებარე მეზენქიმიდან ყალიბდება განსაკუთრებული შრე – (სტომატ.) ე.წ. კბილის ტომსიკა. მისი ნაწილი ძვალდება და წარმოიქმნება ფესვის ცემენტი, ძვლისსაზრდელა (პერიოდონტი) და ალვეოლის კედლები. კბილი გადის განვითარების შემდეგ სტადიებს: 1) ეპითელური колокола და მეზენქიმური ტომსიკის დიფერენცირება; 2) კბილის ფოლიკულის ჩამოყალიბება; 3) კბილის გვირგვინის ჩამოყალიბება; 4) კბილის ფესვის წარმოქმნა და ჩამოყალიბება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook