კბილის საპროთეზო ლაბორატორია

..

კბილის საპროთეზო ლაბორატორია – (სტომატ.) შენობა, სადაც კბილის ტექნიკოსები ამზადებენ სხვადასხვა პროთეზს, ორთოდონტულ აპარატებს ყბა-კბილოვანი დეფორმაციის მქონე ბავშვების სამკურნალოდ,  რთულ არტაშნებსა და პროთეზებს ყბა-სახის დაზიანებების მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ. კბილის საპროთეზო ლაბორატორიის ორგანიზებისას გასათვალისწინებელია სპეციფიკური პირობები, რომლებშიც იმყოფებიან კბილის ტექნიკოსები: მჟავებთან (გოგირდმჟავა, მარილმჟავა), პოლიმეთილაკრილატის ეთერებთან, აირთან და ბენზინის ორთქლთან მუშაობა ჩამოსხმისა და მირჩილვის დროს, სხვა აბრაზიული მასალების კარბორუნდის მტვერი. ლაბორატორია უნდა შედგებოდეს ძირითადი და დამხმარე სამუშაო შენობისგან (თაბაშირის, ჩამომაყალიბებელი, პოლიმერიზაციული, საჩამომსხმელო, გასაპრიალებელი). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook