კენედის კლასიფიკაცია

..

კენედის კლასიფიკაცია – (სტომატ.) (Eduard Kennedy, ამერიკელი დენტალური ქირურგი). დეფექტიანი კბილთა მწკრივების კლასიფიკაცია, მოიცავს 4 კლასს. I კლასს მიეკუთვნება კბილთა მწკრივები ორმხრივი ბოლოს დეფექტებით, II კლასს – (სტომატ.) კბილთა მწკრივები ცალმხრივი საბოლოო დეფექტებით, III კლასს – (სტომატ.) კბილთა მწკრივები ცალმხრივი ჩართული დეფექტით გვერდით ნაწილში, IV კლასს – (სტომატ.) კბილთა მწკრივები წინა ნაწილის ჩართული დეფექტებით. თუ კბილთა მწკრივს სხვადასხვა კლასის რამდენიმე ღიობი აქვს, მას მიაკუთვნებენ თანმიმდევრობის მიხედვით ყველაზე ნაკლებ კლასს (1923). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook