ლეიკოპლაკია პროფესიული

..

ლეიკოპლაკია პროფესიული – (სტომატ.) ზოგიერთი (ბენზოლის ნაერთებთან, ქვანახშირის ფისის მშრალ გადამუშავებასთან, ფენო – და ამინომჟავებთან, ანილინის საღებავების წარმოებასთან დაკავშირებულ) საწარმოს მუშებს აღენიშნებათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გასქელების და გარქოვანების კერები. ავადმყოფებს ჩივილები არ აქვთ და ლორწოვანი გარსის ცვლილებები პირველად სტომატოლოგის მიერ პროფილაქტიკური დათვალიერების დროს აღმოჩნდება. ლორწოვანი გარსის გარქოვანება იწყება პირის კუთხიდან, შემდგომში ვრცელდება ლოყებზე კბილების შეთანასოვნების ხაზზე. ეს ცვლილებები სიმეტრიულად მდებარეობს ორივე ლოყის ლორწოვან გარსზე. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გადადის დაზიანება ტუჩზე (პირის კუთხის მიდამოში) ან მოიცავს ალვეოლური მორჩის ლორწოვანი გარსის ცალკეულ უბნებს (სასაზე). ეს ცვლილებები პირის ღრუს ქსოვილებში ტროფიკული დარღვევების შედეგია, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების ქრონიკული ზემოქმედების, ქრონიკული ტრავმების დროს. პროფილაქტიკური ღონისძიებების გარდა, ასეთი საამქროს მუშები აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ დისპანსერულ აღრიცხვაზე საამქროს ექიმ-სტომატოლოგთან, რადგან კერატოზის მსგავსი ნებისმიერი ცვლილება კიბოს წინარე მდგომარეობად ითვლება.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook