ლოყები (buccae)

..

ლოყები (buccae) – (სტომატ.) გარედან კანით, შიგნიდან ლორწოვანი გარსით დაფარული კუნთოვანი წარმონაქმნები. ლოყის სისქეს შეადგენს ცხიმოვანი ქსოვილი და ლოყის კუნთის კონები. ლორწქვეშა საფუძველი კარგად არის გამოხატული. მასში არის დიდი რაოდენობით ლორწოვანი და შერეული ჯირკვლები. ლოყების უკანა ნაწილში, ეპითელიუმის შრის ქვეშ მდებარეობს მრავალრიცხოვანი წვრილი ცხიმოვანი ჯირკვლები (ფორდაისის ჯირკვლები). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook