მიუხორცებლობა იმპლანტატის

..

მიუხორცებლობა იმპლანტატის – (სტომატ.) ლითონის ღეროს გამოძევება პირის ღრუს ქსოვილების მიერ, თან ახლავს რბილი ან ძვლოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესი. მისი ზოგიერთი გამოვლინება: კბილის იმპლანტატის დეზინტეგრაცია – (სტომატ.) ძვლოვან ქსოვილთან იმპლანტატის ფუნქციური შეერთების (ოსტეოინტეგრაციის) დარღვევა; დიგესცენცია – (სტომატ.) ჭრილობის გახსნა, კიდეების დაშორება, ძვლის ნაწილობრივი გაშიშვლება, იმპლანტატის უბნის, ფესვის ნაწილის გაშიშვლება; მუკოზიტი – (სტომატ.) ღრძილის ქსოვილების ანთება იმპლანტატის ირგვლივ; პერეიმპლანტიტი – (სტომატ.) იმპლანტატის ირგვლივ ძვლის პროგრესირებადი შთანთქმა, გაწოვა. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook