კბილის ამოჭრის მექანიზმი

..

კბილის ამოჭრის მექანიზმი – (სტომატ.) არსებობს თეორიები, რომლებიც კბილის ამოჭრის მექანიზმში მთავარ როლს სხვადასხვა ქსოვილს ან სხვა ფაქტორებს ანიჭებენ. ზოგიერთი ავტორის აზრით, კბილის ამოჭრა მისი ფესვის ზრდის ხარჯზე ხდება (ფესვის თეორია): ფესვი ალვეოლის უძრავ ძვლოვან ფსკერს ებჯინება და კბილი გარეთ ამოდის. სხვები მთავარ როლს კბილის ჩანასახის დვრილს ანიჭებენ, რომელიც ზრდის პროცესში აწვება წარმოქმნილ დენტინს და კბილი ამოიჭრება ნაკლები წინააღმდეგობის მხარეს. დვრილის პულპად გარდაქმნისას ამოჭრა წყდება. ეს თეორიები კლინიკური და რენტგენოლოგიური კვლევებით არ დამტკიცდა. კბილი ზრდას აგრძელებს ფესვისა და პულპის ჩამოყალიბების შემდეგაც. მაგ., ჩამოყალიბებული კბილი ამოჭრის შეფერხების შემდეგ აგრძელებს ზრდას, თუ მოცილდება მის ზემოთ მდებარე კორტიკული ფირფიტა. ზრდას ნაწილობრივ ამოჭრილი კბილიც აგრძელებს ზრდაში ხელშემშლელი ანტაგონისტი კბილის მოცილების შემდეგ. არსებობს სხვა თეორიებიც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ამომწურავი. ა.ი.კატცი მიუთითებს ზოგიერთი მომენტის გავლენაზე. კბილის ამოჭრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები, კერძოდ, ღეჭვის ფუნქცია. კბილის ამოჭრა და მისი ირგვლივმდებარე ქსოვილების განვითარება ერთდროულად ხდება. ამიტომ, კბილის დასრულებული ამოჭრის შემდეგ იგეგმება ორთოდონტული მკურნალობა. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>