კბილის ქვის მოსაცილებელი ულტრაბგერითი აპარატი

..

კბილის ქვის მოსაცილებელი ულტრაბგერითი აპარატი – (სტომატ.) გამოიყენება კბილის ქვის მოსაცილებლად. შედგება 5 ძირითადი ნაწილისგან: ელექტრული გენერატორი, მაგნიტურსტრიქციული პეზოკრისტალური გარდამქმნელი, წყლის სისტემა, კვების ბლოკები, მართვისა და სიგნალიზაციის ელემენტები. ელექტრული გენერატორი ქმნის ელექტრულ მერყეობებს, რომლებიც აღაგზნებენ მაგნიტურსტრიქციულ (პეზოკრისტალურ) გარდამქმნელს. კბილის ქვაზე ულტრაბგერის ეფექტური მოქმედებისთვის, კონტაქტურ აკუსტიკურ გარემოდ გამოიყენება წყალი, რომელიც ასევე აუცილებელია აპარატის ნაწილების გასაგრილებლადაც. ვიბრირებადი ბუნიკის ჩამომრეცხ წყლის ნაკადში ვითარდება კავიტაცია, რაც ეფექტურად წმენდს კბილებს ქვისგან ულტრაბგერის გამოყენებით, აბრაზივის სუსპენზიის გამოყენების გარეშე. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>