კბილი (ლათ

..

კბილი (ლათ. – (სტომატ.) dens, ბერძ. – (სტომატ.) odus) – (სტომატ.) პირის ღრუს ორგანო საკვების მოსაკბეჩად, გასასრესად და დასაქუცმაცებლად. Dens angularis – (სტომატ.) ეშვი; Dens bicuspidatus – (სტომატ.) პრემოლარი; Dens caninus – (სტომატ.) ეშვი, კუოპიდანტი; Dens concreti – (სტომატ.) შეზრდილი კბილები, წარმოიქმნება კბილების ჩანასახების შეზრდის დროს, როდესაც გვირგვინები უკვე ჩამოყალიბებულია. Dentes decidui – (სტომატ.) სარძევე კბილები. Dentes geminati – (სტომატ.) კბილის ჩანასახის გახლეჩვის შედეგად წარმოქმნილი წყვილი კბილი; Dens incisivus – (სტომატ.) საჭრელი კბილი; Dens in dente – (სტომატ.) კბილი კბილში – (სტომატ.) კბილისმაგვარი წარმონაქმნი კბილის პულპაში; Dens molaris, multicuspidatus – (სტომატ.) საღეჭი კბილი, მოლარი; Dens natalis – (სტომატ.) კბილი, ძირითადად, ქვედა ცენტრალური საჭრელი, რომელიც უკვე ამოეჭრა ახალშობილს; Dens neonatalis – (სტომატ.) კბილი, რომელიც ამოიჭრა დაბადებიდან 30 დღემდე პერიოდში; Dens permansntes – (სტომატ.) მუდმივი კბილი; Dens praemolares – (სტომატ.) პრემოლარი; Dens serotinus – (სტომატ.) მესამე მოლარი, სიბრძნის კბილი; Dens su.pernumerarii – (სტომატ.) ზედმეტი კბილი. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>