კლამერი (გერმ. klammer

..

კლამერი ( გერმ . klammer – (სტომატ.) კონსოლი , მომჭერი ) – (სტომატ.) საყრდენ კბილებზე მოსახსნელი პროთეზების ან აპარატების დასამაგრებელი მექანიკური მოწყობილობა. შეიძლება იყოს მოხრილი ან ჩამოსხმული; ერთ – ან ორმხრიანი; გამამაგრებელი და საყრდენ-გამამაგრებელი. შედგება მხრის, სხეულისა და მორჩისგან. მხარი მდებარეობს საყრდენი კბილის ზედაპირზე, ასრულებს ფიქსაციისა და სტაბილიზაციის ფუნქციას. სხეული ყველაზე ძლიერი ნაწილია. ის აერთებს მხარსა და მორჩს. მორჩი კლამერს აკავშირებს პროთეზის კარკასთან ან ბაზისთან. საყრდენ-გამამაგრებელი კლამერების საყრდენი ელემენტია ოკლუზიური ზედსადები ან მხრის ბოლოს ნაწილი. გავრცელებულია აკერსის (Polk E. Akers, Chicago, 1928),  ხისტი ორმხრიანი კლამერის კონსტრუქცია, რომელიც ძირითადად, გამოიყენება კბილთა მწკრივის ჩართული დეფექტების დროს.     (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>