მასალები კბილების დასაბჟენი

..

მასალები კბილების დასაბჟენი – (სტომატ.) თვისებებით განსხვავებული მასალები. გამოიყენება ფესვის არხების ამოსავსებად და ანთებითი პროცესების ასაცილებლად, კბილის გვირგვინის რესტავრაციისთვის. ძველი თაობის: ამალგამა, ცემენტი, პლასტმასა, პასტები (ცვლიან კბილის ფერს, გაიწოვება დროთა განმავლობაში). ახალი თაობის: სხვადასხვა სახის სარესტავრაციო კომპოზიტური (რთული სტრუქტურული) მასალები. სინთეზური მასალები ფისების ფუძეზე (გამოიყენება აუცილებლად გუტაპერჩასთან ერთად – (სტომატ.) არ ცვლის კბილის ფერს, მდგრადია ტემპერატურის მერყეობისადმი, არ გაიწოვება, არ ჯდება).  (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>