მეტაპასტა

..

მეტაპასტა – (სტომატ.) წყალში ხსნადი დროებითი საბჟენი მასალა კალციუმის ჰიდროქსიდის ფუძეზე, ბარიუმის სულფატთან ერთად. ჩვენებები: პულპის შემთხვევით გახსნა და პულპოტომია; არაჰერმეტული არხი; აპექსფიქსაცია; დამცავი მაგარქსოვილიანი ბარიერის ჩამოყალიბება; ფესვის არხების დროებითი დაბჟენა. უპირატესობები: საჭიროებისას ფესვის არხებიდან ადვილად ამოღება წყალში კარგი ხსნადობის გამო; კარგი ანტიბაქტერიული ეფექტი და რენტგენოკონტრასტულობა; გამოყენებისთვის მზა პასტა შპრიცში; პასტის ადვილად შეყვანა ფესვის არხში; ერთჯერადი ბუნიკები ჯვარედინი ინფექციის ასაცილებლად. კომპლექტაცია: 1,2 გ პასტა შპრიცში. სტერილური, ერთჯერადი ბუნიკები, მბრუნავი რგოლი ბუნიკის მიმართულების შესაცვლელად. ზომა: 228x61x22 (მმ). წონა: 83 გ. სიფრთხილე: არ გაცდეს აპექსს. სასურველი არ არის პირდაპირი მზის სხივების მოხვედრა, შპრიცი მუდმივად დახურული უნდა იყოს დამცავი ჩაჩით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>