ნახეთქი

..

ნახეთქი – (სტომატ.) პირის კუთხის კანისა და ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, დაწყლულება და მაცერაცია. დაავადებას იწვევს მრავალი მიზეზი: სტრეპტოკოკებით, საფუარა სოკოებით ინფიცირება ან ტრავმა. ნახეთქი ხშირად ვითარდება მშრალი, ნაკლებელასტიური კანის მქონე პირებში.კბილის პროთეზის გამოყენების დროს ნახეთქი ვითარდება, როდესაც პირის ნაპრალი პატარაა, პროთეზის ბაზისი კი დიდი. პირის ღრუში პროთეზის შეტანა და გამოტანა იწვევს პირის კუთხეების დახეთქვას და შემდგომ ინფიცირებას. პირის კუთხეების ქსოვილების დახეთქვა, ნაპრალების წარმოქმნა ხდება ნახეთქის განვითარების მიზეზისგან დამოუკიდებლად (ძირითადად, შორსწასულ შემთხვევებში). ნაპრალები ადვილად სისხლმდენია და იფარება სისხლიანი ან ჩირქიანი ქერქით. ნახეთქის დროს გაძლიერებულია ნერწყვდენა, რაც აუარესებს დაავადების მიმდინარეობას, იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსის დამატებით მაცერაციას. სახის ქვედა ნაწილის დაბალი სიმაღლის მქონე პირებში  კბილების დაკარგვის ან კბილის მაგარი ქსოვილების მკვეთრი გენერალიზებული მოცვეთის  გამო დაავადება ხანგრძლივია, რადგან მათში პირის კუთხეების მიდამოში წარმოიქმნება ღრმა ნაოჭები, რომლებიც ქსოვილების მაცერაციას იწვევენ. სტრეპტოკოკური ნახეთქი გადაეცემა კონტაქტურად – (სტომატ.) ჭურჭლით, პირსახოცით და ა.შ. მკურნალობა: ანილინის საღებავების 1% ხსნარი დღეში 2-3-ჯერ 700 სპირტში; 5% თეთრი ვერცხლისწყლის მალამო ან 5-10% გოგირდ-дегтярной მალამო; 1-10% სინტომიცინის ემულსია; პენიცილინის მალამო (1000-5000 ერთ 1გ ფუძეში). ანტიბიოტიკები სამკურნალო ეფექტს არ იძლევიან სოკოვანი ეტიოლოგიის ნახეთქების დროს. ამ შემთხვევებში იყენებენ ნისტატინის მალამოს. პროთეზებისა და ეგზემური დაზიანებისკენ მიდრეკილი მშრალი კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია პირში პროთეზის შეტანამდე და გამოტანამდე 10-15 წთ-ით ადრე პირის კუთხეებზე ნეიტრალური ცხიმის წასმა. შეიძლება შემდეგი მალამოების დანიშვნა: Lanolini, Ol. Persicorum ana 15,0. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>