ტვინოვანი ნატრიურეზული პეპტიდი

..

ტვინოვანი ნატრიურეზული პეპტიდი – (BNP), ცნობილია ასევე B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის სახელწოდებით, მისი სეკრეცია ხდება გულის პარკუჭების კარდიომიოციტების მიერ გულის კუნთის გადაჭიმვაზე საპასუხოდ. B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის როლი წინაგულოვანი ნატრიურეზული პეპტიდის ანალოგიურია და მოიცავს: ვაზოდილატაციას, რენინის და ალდოსტერონის წარმოქმნის შეფერხებას, მიოკარდიუმზე დატვირთვის შემცირებას, ასევე კოლატერალური კორონარული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის იშემიის პირობებში.

..

გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

..