ნერწყვი (sialon)

..

ნერწყვი (sialon) – (სტომატ.) პირის სითხე, სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი. ადამიანის შერეული ნერწყვი არის წებვადი სითხე ხვედრითი წონით 1,002-1,017. ის ოდნავ მღვრიეა უჯრედული ელემენტების არსებობის გამო. შერეული ნერწყვის სიბლანტე მერყეობს 5,72-დან 9,86 პუაზამდე. ის შეიცავს დაახლოებით 98-99% წყალს და მასში გახსნილ ზოგიერთ მინერალურ და ორგანულ ნივთიერებას. ზრდასრულ ადამიანში გამოიყოფა 1,5 ლ ნერწყვი დღე-ღამეში. გადაყლაპული ნერწყვი ხელს უწყობს იონური თანასწორობის შენარჩუნებას, рН ნეიტრალურთან მიახლოებული (7,08-7,36). ის კბილების მინანქარში კალციუმის, ფოსფორისა და ზოგიერთი სხვა ელემენტის შესვლის წყაროა (ცდები მონიშნული ატომებით – (სტომატ.) ვოლკერი და ზოგნესი, ნ.ა. ფედოროვა და თანაავტ.), რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ამ ქსოვილის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ზოგჯერ კი კბილის ქსოვილებში პათოლოგიური პროცესების განვითარებაზე. ნერწყვის მხრივ ცვლილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კარიესის განვითარებაში. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook