ორთოდონტული აპარატები

..

ორთოდონტული აპარატები – (სტომატ.) კლასიფიკაცია. მოქმედი ძალის მიხედვით არის აქტიური, პასიური და კომბინირებული. აქტიური აპარატები – (სტომატ.) მოქმედი ძალა ჩადებულია მათ კონსტრუქციაში (ხორციელდება ლიგატურით, რეზინის თასმით, ზამბარით, რომელიც ქაჩავს ან აფართოებს ხრახნს). პასიური აპარატები – (სტომატ.) სხვადასხვა კონსტრუქციის დახრილი სიბრტყეები, დეზოკლუზიური ფირფიტები ან კაპები. მოქმედებენ პირის მიდამოს კუნთების და სხვა ქსოვილების ძალის გავლენით. კომბინირებული აპარატები – (სტომატ.) გამოიყენება აქტიური და პასიური მოქმედების ელემენტები. მოქმედების პრინციპის მიხედვით ორთოდონტული აპარატები იყოფა: 1. კორექციული (კბილების მდებარეობა კბილთა მწკრივის მიმართ); 2. მასტიმულირებელი (კბილების ამოჭრა, ამოჭრაში შეფერხებული კბილების ზემოთ ჩაჩების გაწოვა, ალვეოლური მორჩის გაზრდა); 3. გამაფართოებელი (კბილთა რკალის); 4. დამწოლი (ავიწროვებენ კბილთა რკალს); 5. მიმმართველი (სწორი ოკლუზიისთვის); 6. შერეული (სხვადასხვა ელემენტები); 7. რეტენციული (გამამაგრებელი).     (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook