ორთოპედიული სტომატოლოგია

..

ორთოპედიული სტომატოლოგია – (სტომატ.) ზოგადი სტომატოლოგიის განყოფილება, ზოგადი ორთოპედიის დამოუკიდებელი ნაწილი. მეცნიერება ყბა-კბილოვანი სისტემის ორგანოების ანომალიების, შეძენილი დეფექტების, დაზიანებებისა და დეფორმაციების გამოცნობის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ. ამ მიზნებისთვის მას აქვს მკურნალობის ფუნქციური (მიოთერაპია, მექანოთერაპია), საპროთეზო, აპარატურული და აპარატურულ-ქირურგიული მეთოდები. ორთოპედიულ თერაპიაში ძირითადი ადგილი პროთეზირებას უჭირავს. მისი მიზანია კბილთა მწკრივის ან ალვეოლური მორჩის დეფექტების ჩანაცვლება, ორგანოს შემდგომი დაშლის, დაავადების რეციდივის აცილება. ამგვარად, პროთეზი განიხილება, როგორც სამკურნალო საშუალება, რომლის გონივრული გამოყენებითაც გადაიჭრება სამკურნალო და პროფილაქტიკური ამოცანები. ამჟამად, ორთოპედიული სტომატოლოგია მკაცრი სამეცნიერო დისციპლინაა, შედგება ზოგადი და კერძო კურსებისგან. ზოგადი კურსი არის პროპედევტიკა, ანუ მოსამზადებელი. კერძო კურსი მოიცავს 3 ძირითად ნაწილს: კბილის პროთეზირება, ყბა-სახის ორთოპედია და ორთოდონტია.     (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook