პროთეზირება კბილების

..

პროთეზირება კბილების – (სტომატ.) ორთოპედიული სტომატოლოგიის ნაწილი. აღადგენს არარსებულ კბილებს, აუმჯობესებს კბილების ფუნქციას და ესთეტიკას სხვადასხვა კონსტრუქციებით (ჩანართი, გვირგვინი, ხიდი და ა.შ.). ყველა ორთოპედიული კონსტრუქცია მზადდება კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში. ანუ ნებისმიერი ორთოპედიული კონსტრუქციის დასამზადებლად სტომატოლოგი ანაბეჭდს იღებს დამუშავებული კბილებიდან, აგზავნის კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში, სადაც აღებული ანაბეჭდის მიხედვით ჩამოისხმება მოდელები (დამუშავებული კბილების ასლი) და მათზე მზადდება სხვადასხვა კონსტრუქციები. კბილების პროთეზირება იყოფა: 1. მოუხსნელი პროთეზირება – (სტომატ.) მიკროპროთეზირება (ჩანართები), ვინირები, კბილის გვირგვინები, ხიდისებრი პროთეზები; 2. მოსახსნელი პროთეზირება – (სტომატ.) ნაწილობრივ და მთლიანად მოსახსნელი პროთეზები; 3. პირობითად მოსახსნელი პროთეზები – (სტომატ.) ბუგელური პროთეზები საკეტებზე. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook