პულპერილი

..

პულპერილი – (სტომატ.) ტკივილგამაყუჩებელი საშუალება პულპიტების დროს. შემადგენლობა: პროკაინის ქლორჰიდრატი (4,1 გ), ბენზილინის სპირტი (6,15 გ), სამკურნალო კრეოზოტი (28,65 გ), ფენოლი (20,5 გ), 960 სპირტი (4,1 გ), ევგენოლი (42,7 გ). თვისებები: მის შემადგენლობაში შედის რამდენიმე კომპონენტი, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ნაწილობრივ ანტისეპტიკური მოქმედება. ნერვულ ბოჭკოსთან შეხებისას არ აღიზიანებს მას, იწვევს მხოლოდ უმნიშვნელო მუმიფიკაციას. ჩვენებები: მწვავე პულპიტები; ღრმა კარიესი პულპის სუსტი რეაქციით, პულპის სრული ამპუტაციის ან არასრული ექსტირპაციის დროს; საკონტაქტო ზედაპირების კარიესი, მედიკამენტური პერიოდონტიტები, ტრავმული პერიოდონტიტები ენდოდონტური ინსტრუმენტებით პერიაპიკალური ქსოვილის დაზიანების შედეგად. უკუჩვენებები: პროკაინზე შესაძლო ალერგია. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook