ჟელოპაკი

..

ჟელოპაკი – (სტომატ.) სტერილური, გაწოვადი, ჰემოსტატიკური ჟელატინის ღრუბელი. შედგება ღორის მაღალი გაწმენდის ჟელატინისგან, რომლის გამოყენებაც უზრუნველყოფს ღრუბლის საჭირო ფოროვანებას. ჩვენებები: ღრუების ჰემოსტაზი კბილების ან კისტების ამოღების შემდეგ. გამოყენების წესი: ღრუბლის საჭირო რაოდენობას იღებენ სტერილური ინსტრუმენტით და მაშინვე ხურავენ შეფუთვას; ღრუბლის გამოყენება შეიძლება მშრალი სახით ან წინასწარ ასველებენ ფიზიოლოგიურ ხსნარში; მშრალად გამოყენების დროს, მას გაჭყლეტენ ჭრილობაზე მოთავსებამდე და მცირედი ზეწოლით ამაგრებენ რამდენიმე წამის განმავლობაში; დატენიანებული სახით გამოყენებისას, ღრუბელი ძალიან უნდა დაიპრესოს გამოყენების წინ; სისხლდენის შეჩერებისთანავე ღრუბელს ტოვებენ ადგილზე, საჭიროებისას სცილდება ზედმეტი მასალა. ღრუბელი სრულად გაიწოვება რამდენიმე კვირაში. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook